logo_geo
როგორ იღებენ ყველასათვის საყვარელ ფილმებს
- +

21 თებერვალი. 2019. 03:02

 

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ჰოლივუდური ფილმებიც სულ უფრო დახვეწილი და სანახაობრივი ხდება. მათი ყურებისას კი თითქმის არ გვეპარება ეჭვი, რომ რასაც ეკრანს მიღმა ვხედავთ, ყველაფერი ძალიან რეალური და ნამდვილია.

 

ინტერნეტში გავრცელებული ეს ფოტოები კი იმ რეალობას, რომელიც გადასაღებ მოედანზეა, სრული სახით გვიჩვენებს.

 

ცოცხზე შემომჯდარი, ჰაერში მფრინავი ჯადოქრები, მოლაპარაკე ურჩხულები და ყოვლისშემძლე სუპერ გმირები — ეს ყველაფერი არ არის, რასაც ვიზუალური ეფექტების მაგია შეგვიძლია ვუწოდოთ.

ნახეთ, როგორ იღებენ ყველასათვის საყვარელ ფილმებს:

  1. „გალაქტიკის მცველები“



ფილმი გალაქტიკის მცველები, სუპერ გმირებისა და მათი კოსმოსური თავგადასავლების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ბოროტების წინააღმდეგ ერთიანდებიან.

  1. „ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი“



ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი ჯოან როულინგის შვიდი წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმებიდან ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილია, სადაც ჰარი პოტერისა და მისი მოკავშირეების ბნელ მაგიასთან დაპირისპირება კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს იძენს.

  1. „კარიბის ზღვის მეკობრეები“



ფილმში აღწერილია კაპიტანი ჯეკ ბეღურას თავგადასავალი, რომელიც მარადიული წყევლისგან თავის დაღწევას ცდილობს.

  1. „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“



ახალგაზრდა გოგო ელისი საოცრებათა ქვეყანაში მოგზაურობს, სადაც ყველაზე უცნაურ და უჩვეულო არსებებს გაიცნობს.

  1. „სამეფო კარის თამაშები“



ეს არის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი, რომელშიც ისტორია გამოგონილ კონტინენტზე ვითარდება და რომლის თითქმის ყველა მთავარ გმირსაც აქვს ამბიცია, რომ ის მომავალი მმართველია.

  1. „ფეთქებადი აგენტი“



ფილმი აგენტ ლორიან ბროტონის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც გარდა იმისა, რომ ძალიან მოხერხებული და ჭკვიანი აგენტია, საკუთარი მომხიბვლელი ვიზუალით ყველას დამორჩილებას ახერხებს.

  1. „მაუგლი: ჯუნგლების ლეგენდა“



მაუგლი ველური სამყაროს სრულფასოვანი წევრია, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები მგლების ხროვაში გაიზარდა და ახლა მას მთავარი მტერი გამოუჩნდა - ვეფხვი შერხანი.

  1. „ომი მაიმუნების პლანეტაზე“



ფილმი მაიმუნებსა და ადამიანებს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს.

  1. „ურჩხული და მზეთუნახავი“



ეს არის ისტორია ყველაზე გულწრფელი სიყვარულის შესახებ, სადაც ყველაზე დაუნდობელი ურჩხულიც კი ნამდვილი გრძნობების წინაშე, სრულიად უძლური ხდება.

  1. „დედპული“



ყოფილი სპეცრაზმელი ერთ-ერთ ექსპერიმენტში ჩართვის შემდეგ არაამქვეყნიური ძალისა და მოხერხებულობის პატრონი ხდება.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი