logo_geo
სამაგიდო თამაშები და ხატვა „სიყვარულის ჰორმონის“ გამომუშავებას აორმაგებს
- +

21 თებერვალი. 2019. 14:42

 

 

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ რომანტიკული საღამოების დროს, როდესაც წყვილი სამაგიდო თამაშებით ერთობა, ან ერთად ხატავს, მათ სექსუალურ ცხოვრებას უფრო პიკანტურს ხდის. ბანქო, შაში, ჭადრაკი, დომინო, პაზლის აწყობა და სიტყვებით თამაშიც კი ოქსიტოცინის გამომუშავებას აძლიერებს, რაც „სიყვარულის ჰორმონის“ სახელით არის ცნობილი. ამის შესახებ „Daily Mail“ წერს.

 

კვლევის ჩასატარებლად მეცნიერებმა ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად ოცი 25-დან 40 წლამდე წყვილი მიიწვიეს. მათი პაემანი 1 საათს გაგრძელდა. მანამდე წყვილებმა თავად აირჩიეს - დახატავდნენ თუ ითამაშებდნენ.

 

აღმოჩნდა, რომ ასეთი სახის გართობისას კაცები ოქსიტოცინს ორჯერ მეტად გამოიმუშავებდნენ, ვიდრე მათი მეწყვილე ქალები.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი