logo_geo
გიგანტური ფუტკარი 1981 წლის შემდეგ პირველად, მკვლევართა ჯგუფმა გადაიღო
- +

22 თებერვალი. 2019. 11:25

 

1981 წლის შემდეგ პირველად, მეცნიერებმა უოლესის გიგანტური ფუტკარი გადაიღეს. გიგანტური ფუტკარი, დაახლოებით, ადამიანის ცერა თითის ზომისაა. ეს, შესაძლოა, ბევრი ადამიანისთვის საშიშად ჟღერდეს, თუმცა მეცნიერები ძალიან ბედნიერები იყვნენ მისი ინდონეზიაში აღმოჩენით.

 

ეს ფუტკრის ყველაზე დიდი სახეობაა და მეცნიერები თვლიდნენ, რომ ის შესაძლოა, გადაშენებულიყო. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი მეცნიერებისთვის მკვლევართა ჯგუფის მიერ მწერის „კვლავ აღმოჩენა“. ჯგუფმა გიგანტური ფუტკრის ფოტო და ვიდეომასალა 25 იანვარს გადაიღო.

 

მკვლევარების ჯგუფი აერთიანებს ბუნების ისტორიის ფოტოგრაფს ქლეი ბოლტს, ენტომოლოგ ელაი ვაიმენს, ქცევით ეკოლოგ საიმონ რობსონსა და ორნითოლოგ გლენ ჩილტონს. ისინი წლების განმავლობაში სწავლობდნენ ფუტკარს და ინდონეზიის ტყეებში რამდენიმე დღის განმავლობაში დადიოდნენ, სანამ იპოვიდნენ.

 

ამ აღმოჩენამ განაახლა იმედი, რომ შესაძლოა, რეგიონის ტყეები ამ იშვიათი სახეობისთვის სახლს წარმოადგენდეს.

 

აქამდე მხოლოდ მათმა ორმა წინამორბედმა შეძლო გიგანტური ფუტკრის გადაღება. პირველი ბრიტანელი ალფრედ რასელ უოლესი იყო, რომელმაც მწერი 1858 წელს აღმოაჩინა და გადაიღო. სწორედ მისი სახელით არის ცნობილი ეს ფუტკარი. ხოლო, მეორე, ვინც უოლესის ფუტკრის გადაღება შეძლო, ენტომოლოგი ადამ მესერი იყო 1981 წელს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი