logo_geo
ძაღლმა ლეკვების სიკვდილის შემდეგ ოპოსუმი იშვილა
- +

22 თებერვალი. 2019. 11:29

 

„ძაღლმა, სახელად „მოლიმ“, რომელსაც მშობიარობის დროს, ყველა ლეკვი მოუკვდა, ოპოსუმი იშვილა. მან ოპოსუმი სახლის ეზოში გაიცნო და მალევე დაუმეგობრდა“, - ამის შესახებ გამოცემა „Nbc News იუწყება.

 

„მოლი“ და ოპოსუმი, სახელად „პოსი“, ავსტრალიაში, მოილების ოჯახში ცხოვრობენ.

 

„ეს საკმაოდ უცნაური წყვილია. ჩემი აზრით, „პოსმა“ იფიქრა რომ „მოლი“ მისი დედა იყო, „მოლიმ“ კი იფიქრა, რომ „პოსი“ მისი შვილია. ეს კარგად მოქმედებს მათ ხასიათზე, ორივეს ერთმანეთი სჭირდება, ამიტომ, ეს მათი ფანტასტიური ურთიერთობაა“, - განაცხადა ელე მოილმა.

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ძაღლი და ოპოსუმი დამეგობრდნენ. 2016 წელსაც, ძაღლმა ოპოსუმი იშვილა, მას შემდეგ რაც ოპოსუმს დედა მოუკვდა.

 

 

 

 

წყარო - Nbc News

 

 

 

big_banner
არქივი