logo_geo
სტივ ჯობსი: რა აზრი აქვს ჭკვიანი ადამიანების სამსახურში აყვანას, თუ ისევ შენ უნდა უკარნახო, რა გააკეთონ?
- +

22 თებერვალი. 2019. 12:12

 

ლიდერის წარმატებას თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაცია განაპირობებს. მათი შთაგონება და მოტივაცია, კარგ ხელმძღვანელს საუბრით, თუნდაც, რამდენიმე ფრაზით შეუძლია.

 

რა უნდა უთხრათ თანამშრომელს, რომ მისი გონება და გული მოიგოთ?

 

„კარგი და ცუდი ამბავი მაქვს“, - მაინც როგორ წაახალისებს ეს ფრაზა თქვენს თანამშრომელს? კარგი ლიდერები თითოეულ დეტალს განმარტავენ და ხსნიან, მაგალითად, როდის, რატომ, როგორ მიიღეს კონკრეტული გადაწყვეტილება. ანუ მას არ უჭირს კარგ და ცუდ ამბებზე გულახდილად საუბარი. რაც, გრძელ ვადაში, ხელმძღვანელის მიმართ ნდობას გაზრდის.

 

„ყველაფერი მკითხე, რაც გაინტერესებს“, - ეს ნიშნავს, რომ ლიდერი ძალიან გულახდილია და დასამალი არაფერი აქვს. ასეთ დროს თანამშრომლებიც უფრო გაბედულები არიან და ხელმძღვანელობასთან ნებისმიერ საკითხზე საუბრობენ. ასეთი მიდგომა მათ მოტივაციას აუცილებლად აუმაღლებს.

 

„მე შენ გენდობი“ - ნამდვილი ლიდერები ამ ფრაზას ხშირად ამბობენ, რადგან, რეალურად სჯერათ თავიანთი გუნდის წევრების შესაძლებლობების. ყოველთვის აძლევენ საშუალებას, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები, დამოუკიდებლად იმოქმედონ და რაიმე ახალი შექმნან.

 

„რა აზრი აქვს ჭკვიანი ადამიანების სამსახურში აყვანას, თუ ისევ შენ უნდა უკარნახო, რა გააკეთონ? გონიერი თანამშრომლები იმისთვის გვჭირდება, რომ თავად გითხრან, როგორ იმოქმედო“, - ამბობდა სტივ ჯობსი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი