logo_geo
იტალიელი სექს-სიმბოლო - მონიკა ბელუჩი
- +

29 იანვარი. 2017. 13:09




ულამაზესი და უმშვენიერესი, უბერებელი მონიკა ბელუჩი  დაიბადა 1968 წლის 30 სექტემბერს. დედამისი მხატვარი იყო, მამამისი - გადამზიდი კოპანიის მფლობელი. მონიკა ადვოკატობას აპირებდა და მოდელობა მხოლოდ სწავლის ფულის საშოვნელად დაიწყო. საბოლოოდ, სილამაზით მოპოვებულმა წარმატებამ სძლია სწავლის სურვილს და ბელუჩიმ ადვოკატობაზე უარი განაცხადა.


მისი სამსახიობო კარიერა 1990 წლიდან იწყება და შთამბეჭდავად ვითარდება. მას 60-მდე ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული და არაერთ ნომინაციაზე ყოფილა წარდგენილი. ყველაზე დიდი პოპულარობა კი ჯუზეპე ტორნატორეს ფილმმა „მალენამ" (2000) მოუტანა.

 

 

Description: C:UserslivenewsDesktop4725_malena-640.jpg

 

 

წარმოგიდგენთ რამდენიმე უცნობ ფაქტს მონიკა ბელუჩის შესახებ:

 

მონიკა მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალბატონად ფრანგმა მაყურებლებმა აღიარეს, გადაცემაში „La Plus belle femme du monde", 2004 წლის 8 ნოემბერს.


მისი სამსახიობო ნიჭის მთავარი შთამაგონებლები სოფი ლორენი და კლაუდია კარდინალი არიან.


ვენსან კასელი გაიცნო ფილმის „ბინას" გადაღებებზე, 1995 წელს.


ვენსანს და მონიკას (ახლა უკვე ყოფილი წყვილი) გაცნობისთანავე არ აკავშირებდათ ძლიერი გრძნობები. ვენსანი მუდმივად აკრიტიკებდა მონიკას, რის გამოც მონიკამ ის შეიძულა. „შენ ფიქრობ, რომ მთავარია გარეგნობა, შენი ტუჩებისა და მკერდის პატრონს შეუძლია გადასაღებ მოედანზე უბრალოდ იდგეს და გაიღიმოს. რატომ გგონია შენი თავი დიდებული მსახიობი?", - ამბობდა ვენსან კასელი.

 

 

Description: C:UserslivenewsDesktop201312141158442876.jpg

 

 

მონიკას 2 ქალიშვილი ჰყავს. ორივე ვენსან კასელისგან. უფროსი, დევა, 40 წლის ასაკში გააჩინა, უმცროსი, ლეონი  კი 45 წლის ასაკში, 2010 წელს.


მონიკა 4 თვის ფეხმძიმე იყო მეორე შვილზე, როდესაც იღებდა ფილმს - „The Whistleblower" ბუქარესტში (რუმინეთი) 2010 წელს.


მონიკას პირველი ქალიშვილის სახელი - დევა, ნიშნავს „ღვთაებრივს".

 

Description: C:UserslivenewsDesktop233347445.jpg

 

 

მონიკას გარეგნობის პატრონს მხოლოდ ლამაზმანი და მოდელი ქალები უნდა განესახიერებინა ეკრანზე, მაგრამ მას რეჟისორები გამორჩეულ და შეუფერებელ როლებს სთავაზობდნენ, რომლებსაც მონიკამ შესანიშნავად გაართვა თავი.


ძლიერი იტალიური აქცენტი კარიერაში თავიდან ხელს უშლიდა. ბევრი რეჟისორი მის მთავარ როლზე დამტკიცებაზე უარს ამბობდა.


178 სანტიმეტრის სიმაღლის მონიკა 68 კილოგრამს იწონის. ასეთი ფორმა ჰოლივუდის მსახიობისთის, ფუფუნებაა. მონიკა ბელუჩი გამუდმებით იმეორებს, რომ საკუთარ ტანი უყვარს და მისით ამაყობს კიდეც. ის თვლის, რომ ქალის მიმზიდველობა მხოლოს მის წელზე ან მკერდზე არაა დამოკიდებული. მთავარი, მისი აზრით, ადამიანის საკუთარი თავისადმი დამოკიდებულებაა.


მონიკა საუბრობს ინგლისურად, ფრანგულად, იტალიურად და ესპანურად.


მას აქვს იტალიელი სექსსიმბოლოს სტატუსი.


2006 წელს იყო კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრი.

 

 

Description: C:UserslivenewsDesktop15241245_1266375120096295_4399770146662899466_n.jpg

 

 

Description: C:UserslivenewsDesktoptumblr_m6lpwmAAi11rv7ev9o1_500.jpg

 

 

Description: C:UserslivenewsDesktoptumblr_m6cg7wjNGo1ryxb20o1_500.jpg

 

 

Description: C:UserslivenewsDesktop15107339_1253480321385775_2243929727392382152_n.jpg

 

 

Description: C:UserslivenewsDesktop201312141157212876.jpg

 

 

Description: C:UserslivenewsDesktoptumblr_m6b90l238y1rzbjjjo1_500.jpg

 

 

 

 



 

big_banner
არქივი