logo_geo
ვიეტნამიდან კიმ ჩენ ინის პაროდისტი გააძევეს
- +

27 თებერვალი. 2019. 13:54

 

 

ჰანოში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჩრდილო კორეის ლიდერის  კიმ ჩენ ინის შეხვედრაა დაგეგმილი, ვიეტნამიდან კი, კიმ ჩენ ინის პაროდისტი გააძევეს.

 

გასულ კვირას ჰონგ-კონგის მოქალაქემ, კიმ ჩენ ინის პაროდისტმა, ჰოვარდ იქსმა და დონალდ ტრამპის განმასახიერებელმა რასელ უაითმა დაგეგმილი სამიტი გაითამაშეს. ვიეტნამის პოლიციამ ორივე პაროდისტი დაკითხვაზე დაიბარა, სადაც ყველა პოლიტიკური განსახიერების შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ჰოვარდ იქსის თქმით, ახსნა-განმარტების გარეშე განუცხადეს, რომ მისი ვიზა აღარ იყო ვალიდური.

 

„სატირა ნებისმიერი დიქტატურის წინააღმდეგ მძლავრი იარაღია. მათ ორიოდე კაცის ეშინიათ, რომლებიც ნამდვილებს ჰგვანან“, - განაცხადა ჰოვარდ იქსმა, რომელსაც შავი კოსტიუმი ეცვა და კიმ ჩენ ინის მსგავსად დიდ შავ სათვალეს ატარებდა.

 

მან და რასელ უაითმა სამიტის გათამაშებისას ჟურნალისტებს უთხრეს, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვული ამბიციების შემცირებას აპირებდა.

 

„ჩვენ მშვიდობისთვის ვმუშაობთ. მოლაპარაკებებითა და დიალოგით ჩრდილოეთ კორეის დახმარება გვსურს“, - განაცხადა ტრამპის პაროდისტმა, რასელ უაითმა.

 

AFP-ის ცნობით, პოლიციამ პაროდისტ წყვილს განუცხადა, რომ განსახიერება უნდა შეეწყვიტათ. მათ უთხრეს, რომ ქალაქში მგზავრობა მხოლოდ დაშვებული მარშრუტითა და ესკორტით შეეძლოთ. ჰოვარდ იქსის აზრით, ქვეყნიდან გაძევების მიზეზი არის ის, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს „არ აქვს იუმორის გრძნობა“.

 

ჰოვარდ იქსი გასულ წელს სინგაპურსაც ესტუმრა, როდესაც აშშ-ჩრდილეოთ კორეის პირველი სამიტი გაიმართა. ის სამხრეთ კორეაში გამართულ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადასაც დაესწრო, საიდანაც ჩრდილოეთ კორეის მოცეკვავეების წინაშე გამოსვლის შემდეგ ესკორტით გაიყვანეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი