logo_geo
50 რამ, რაც თბილისში სტუმრობისას აუცილებლად უნდა გააკეთო
- +

29 იანვარი. 2017. 19:54


 



„თბილისი არის ქალაქი, რომელიც ვითარდება სწრაფად. რთულია არ შეგიყვარდეს ძველი თბილისის ლაბირინთები, ბევრი მწვანე პარკი და განსაცვიფრებელი არქიტექტურა - ეს ყველაფერი ქალაქის ისტორიას ასახავს", - ასე იწყება სტატია, რომელიც The Brave Dame"-ზე გამოქვეყნდა.


სტატიაში აღწერილია 50 რამ, რაც აუცილებლად უნდა გააკეთო თბილისში სტუმრობისას.


1. გაეცნო ფიროსმანის შემოქმედებას


როდესაც თქვენ საქართველოს ეწვევით, აუცილებლად უნდა გაეცნოთ ცნობილი მხატვრის, ფიროსმანის შემოქმედებას. მისი ნახატები თბილისში, ხელოვნების მუზეუმში გვხვდება, მაგრამ თუ გინდათ, უფრო დეტალურად იცოდეთ როგორ ცხოვრობდა ფიროსმანი, ეწვიეთ ყველაზე პატარა მუზეუმს - მის სახლს. დიახ, ფიროსმანი ჰარი პოტერის სტილში, კიბის ქვეშ ცხოვრობდა.


2. გამოიკვლიო „საქართველოს მატიანე"

 

ეს არის ადგილი, რომელიც აღნიშნულია რუკაზე, თუმცა მის შესახებ არავინ არ იცის, მათ შორის, არც ტაქსის მძღოლებმა. „საქართველოს მატიანე" უზარმაზარი ქანდაკებაა, მდებარეობს ქალაქის გარეუბანში, გორაზე.

 

Description: C:UserslivenewsDesktopChronicle-of-Georgia1.jpg

 

 

3. გადაკვეთო მშვიდობის ხიდი

 

დღეს თბილისში უამრავი თანამედროვე არქიტექტურაა, ამის ერთ-ერთი მაგალითია  - მშვიდობის ხიდი. შუშის ხიდი ძველ თბილისს რიყის პარკთან აკავშირებს. ხიდის გადაკვეთით, პირველ რიგში თავს იზღვევთ მანქანების მოძრაობისგან, ხოლო მეორეს მხრივ, ნანახი წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენზე.


4. მიირთვა რაიმე ერეკლე II-ს ქუჩაზე


ეს გახლავთ ტურისტთა საყვარელი ქუჩა. ამ ტერიტორიაზე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ღვინო.


5. უყურო მანქანების მოძრაობას პურის მოედნიდან

 

ოფიციალურად ამ ტერიტორიას, „იერუსალიმის მოედანი" ჰქვია, თუმცა აქვე მდებარეობს რესტორანი სახელად: „პურის მოედანი", ამიტომაც ბევრი ამ ადგილს „პურის მოედნის" სახელით იცნობს. ეს არის არაჩვეულებრივი მოედანი, საიდანაც შესაძლებელია უყურო მანქანათა დაუსრულებელ მოძრაობას, ეს ყველაფერი მხიარულ განწყობას შეგიქმნით.


6. ნარიყალას ციხეზე ასვლა


ნარიყალას ციხე ძველ თბილისში მდებარეობს. მწვერვალზე ასვლა საკმაოდ საშიშია, რადგან დამცავი ღობეები არ არსებობს, თქვენს უსაფრთხოებას არავინ უზრუნველყოფს, თუმცა ეს არის ძალიან მაგარი! წამოიღეთ საუკეთესო ფეხსაცმელი, რათა ახვიდეთ ნარიყალას ციხეზე და დატკბეთ ულამაზესი ხედით.

 

Description: C:UserslivenewsDesktopgeorgia-tbilisi-narikala1.jpg

 

 

7. ეწვიო მთაწმინიდის პარკს

ეს გახლავთ კიდევ ერთი ადგილი, საიდანაც თბილისის ულამაზესი ხედი იშლება. შაბათ-კვრას აქაურობას უამრავი ადამიანი სტუმრობს. აუცილებლად ისარგებლეთ ეშმაკის ბორბლით, რათა მიაღწიოთ მწვერვალზე და თბილისის ხედით დატკბეთ.


8. მოინახულო სამების ტაძარი

 

სამება ყველაზე დიდი ტაძარია საქართველოში. მისი ოქროს სახურავის დანახვა თბილისის თითქმის ყველა უბნიდან შესაძლებელია.

 

Description: C:UserslivenewsDesktop1-3.jpg

 

 

9. გაისეირნო რიყის პარკში

 

რიყის პარკი ყველა სხვა პარკისგან განსხვავებულია, აქ შეგიძლიათ ითამაშოთ ჭადრაკი, გაგრილდეთ ან, საბაგიროს მეშვეობით ნარიყალაზე ახვიდეთ.


10. დააგემოვნო ღვინო

 

საქართველოში 525 ჯიშის ყურძენი იზრდება, ყველა ქალაქში, მათ შორის თბილისშიც შესაძლებელია მათი დაწურვა. აუცილებლად ეწვიეთ მათ, ვინც სახლში თავად წურავს ყურძენს და აყენებს ღვინოს.


11. გაიცნო საქართველო ეროვნული მუზეუმის მეშვეობით

 

ეროვნულ მუზეუმზე ბევრი საუბარი არ ღირს, რადგან ყველა ქალაქში, სადაც კი მოხვდებით მუზეუმი აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ. საქართველო ისტორიით მდიდარი ქვეყანაა, რომელიც ბევრ ტრაგედიასა და ომზე მოგვითხრობს, ამიტომ, ამის კარგად გასაგებად ეწვიეთ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს.


12. ეწვიო თბილისის უძველეს ეკლესიას

 

ანჩისხატის ტაძარი, მეექვსე საუკუნით თარიღდება და ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთი უძველესი ძეგლია. შეიძლება ანჩისხატის ეკლესია არაა ისეთი დიდებული, როგორიც სამება, თუმცა, ამ საგანძურის უნახავად ქალაქიდან წასვლა არ შეიძლება.


13. ეწვიო ოპერისა და ბალეტის თეატრს


ოპერის შენობის გარეთა ფასადი ნეო-მავრიტანულ სტილშია შესრულებული, თუმცა ინტერიერი უკვე ევროპულ სტილშია გადაწყვეტილი. შენობა ადრე ცნობილი იყო, როგორც ტიფლისის საიმპერიო თეატრი. ოპერისა და ბალეტის თეატრმა უმასპინძლა დიდ საოპერო ვარსკვლავებს, ესენი არიან: ხოსე კარერასი და მონსერატ კაბალიე.

 

Description: C:UserslivenewsDesktopoperaori-cr-739x428.jpg

 

 

14. იხეტიალო ვერაზე

 

ვერის უბანი საკმაოდ ცნობილია თავისი ულამაზესი სახლებით. გაითვალისწინეთ რჩევა და მოინახულეთ ვერა, თუნდაც იმიტომ, რომ არ შეგაწუხებთ ტურისტთა დიდი რაოდენობა.


15. გაისეირნო რუსთაველის გამზირზე


ოპერისა და ბალეტის თეატრი, პარლამენტის შენობა და შთამბეჭდავი ბილიკები - ეს ყველაფერი რუსთაველის გამზირზეა თავმოყრილი.


16. შეამოწმე სტალინის საიდუმლო სტამბა

 

მიუხედავად იმისა, რომ სტალინის მუზეუმი გორში მდებარეობს, თქვენ აუცილებლად უნდა მოინახულოთ მისი საიდუმლო სტამბა, რომელიც უამრავ ამბავს ინახავს საბჭოთა საქართველოზე.


17. მიირთვა გემრიელი საჭმელი


მწვადი ერთ-ერთი საუკეთესო საჭმელია, რომელიც მაიძულებს დავრჩე საქართველოში და არასდროს დავტოვო ის.


18. შეამოწმე შიშის დონე მარიონეტების თეატრში


ვაღიარებ, რომ გაბრიაძის თოჯინების თეატრი არის შიშის მომგვრელი. თეატრი ერთ-ერთი უძველესი შენობაა, ის მეექვსე საუკუნეში აშენდა და 80 მაყურებელზეა გათვლილი.


19. დატკბით მეტეხის ტაძრიდან გადაშლილი ხედით


მეტეხის ტაძრის ტერიტორიაზე ვახტანგ გორგასლის ძეგლი დგას. აქედან ულამაზი ხედი იშლება, ერთ მხარეს ძველი თბილისია, ხოლო მეორე მხარეს რიყის პარკი.

 

Description: C:UserslivenewsDesktoptbilisi-metheki.jpg

 

 

20. შეინარჩუნე ბუნებასთან კავშირი

 

თუ გინდათ სიწყნარე და სიმშვიდე აუცილებლად უნდა ეწვიოთ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს, სადაც უამრავი ტურისტი სეირნობს.


21. შეიძინე სამსახსოვრო ნივთი მშრალ ხიდზე


ძველი საბჭოთა ნივთები მშრალ ხიდზეა გამოფენილი, თუ თქვენ არ გსურთ რაიმეს ყიდვა, მშრალ ხიდზე სერნობა და ნივთების თვალიერება მაინც სიამოვნებას მოგგვრით.


22. ეწვიო სადგურის მოედნის მაღაზიას


თბილისში ყოფნისას აუცილებლად უნდა ეწვიოთ მარკეტს, რომელიც სადგურის მოედანზე მდებარეობს. აქ თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სუფთა პროდუქტი, ასევე მომსწრე იქნებით სასაცილო მომენტების, ყვირილისა და ხუმრობის.

 

23. იცურაო თბილისის ზღვაში

 

თბილისის ზღვა უზარმაზარი წყალსაცავია, თუმცა ადგილობრივები ზაფხულში გასაგრილებლადაც იყენებენ, თქვენ შეგიძლიათ გაირუჯოთ სანაპიროზე ან იცურაოთ ნავით.


24. მოინახულო ქართლის დედა


ნარიყალასთან ახლოს თქვენ აღმოაჩენთ ქართლის დედის ძეგლს, რომელსაც ერთ ხელში ხანჯალი, ხოლო მეორეში თასი უკავია. მიმდებარე ტერიტორიაზე პატარა ბულვარია, სადაც შეგიძლიათ ისეირნოთ და დატკბეთ თბილისის ხედებით.

 

Description: C:UserslivenewsDesktoptbilisi-mother-georgia.jpg

 

 

25. მოინახულო ასი ათასი მოწამის ხიდი

ესაა ადგილი, სადაც 100 000 მოწამე სიკვდილით დასაჯეს, რადგან მათ არ თქვეს ქრისტიანობაზე უარი.


26. ისეირნო ნავით მდინარე მტკვარზე


100 000 მოწამის ხიდის მახლობლად, თქვენ აღმოაჩენთ ნავს, რომლითაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ ქალაქის უამრავი ადგილი, ისე, რომ დაიცვათ საკუთარი ფეხები სიარულისგან.


27. არ გადაიღო სურათი პრეზიდენტის რეზიდენციასთან

 

ამას რეზიდენციის დაცვა აუცილებლად გეტყვით! ესაა შენობა, რომელიც ძალიან გავს რაიხსტაგის შენობას. პრეზიდენტის რეზიდენცია რიყის პარკს გადმოჰყურებს და გარშემორტყმულია ტრადიციული შენობებით.


28. ეწვიე საბჭოთა მეტროსადგურებს

 

თბილისის მეტრო, მარტო, იმიტომ არ არის კარგი, რომ ერთი ადგილიდან მეორე ადგილას სწრაფად გადაგიყვანო, არამედ ყველა სადგურში ულამაზესი ჭერია, ამიტომაც მათი დათვალიერება ნამდვილად ღირს.


29. დაათვალიერე მოხატული ქუჩები

 

როგორც ბევრი სხვა ქალაქი, თბილისშიც არის ქუჩის მხატვრობა განვითარებული. ასახულია ომის შემდგომი პერიოდი ან უბრალოდ, შეხვდებით ფერად ნახატებს.

 

Description: C:UserslivenewsDesktoptbilisi-streetart.jpg

 

 

30. მოწიე ჩილიმი

 

თბილისის უმარავ ბარსა თუ რესტორანში გთავაზობენ ჩილიმს. მომსახურე პერსონალი გამოირჩევა მეგობრულობით.


31. ეწვიე არტ-კაფეს


თბილისი არტ-კაფეებისა და გალერიების ქალაქია. ვაკისა და ვერას მიდამოებში უამრავი კარგი ადგილია, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ.


32. დაისვენე კუს ტბაზე


თბილისელებს ბუნება ძალიან უყვართ, კუს ტბა კი შესანიშნავი ადგილია. მას უამრავი ადამიანი სტუმრობს, რომლებსაც მოჰყავთ ძაღლები, ვარჯიშობენ, ხანდახან კი მართავენ პიკნიკებს.


33. დაათვალიერე გოგირდის აბანოები


გოგირდის აბანოები თბილისის ძველ უბანში მდებარეობს. მის მეზობლად ლურჯი მეჩეთი და ტრადიციული ქართული სახლებია, ამის ნახვა აუცილებლად ღირს.

 

Description: C:UserslivenewsDesktop565_adv_5fs.jpg

 

 

34. შეხვდი მოგზაურებს ლესელიძეზე

 

ლესელიძე არის ადგილი, სადაც 24 საათის განმავლობაში მუშაობს ტურისტული მაღაზიები. ესაა ქუჩა, რომელსაც უამრავი ტურისტი სტუმრობს.


35. მოინახულე გასაოცარი ჯუმა მეჩეთი


ჯუმა მეჩეთი, აბანოთუბანში მდებარეობს, ნარიყალასა და მტკვარს შორის. ესაა ადგილი, სადაც მუსლიმები ლოცულობენ.


36. მიირთვით ხინკალი


ხინკალი ქართული საჭმელია, რომელიც ხორცისგან, ყველისგან და ბოსტნეულისგან მზადდება. ხინკალი აუცილებლად ხელით უნდა ჭამოთ.


37. ეწვიეთ თავისუფლების მოედანს


წმინდა გიორგის ძეგლი, რომელიც თავისუფლების მოედანზე დგას, ყველა მხრიდან ჩანს. მოედანს ხშირად შეუცვალეს სახელი, თუმცა ესაა ადგილი, სადაც აქციები ხშირად იმართება. სწორედ თავისუფლების მოედანზე ესროლეს ჯორჯ ბუშს.


38. შეხვდი ქართველ ჰიფსტერებს

 

მათი ნახვა ფარულ ხეივანშია შესაძლებელი, სინაგოგასთან ახლოს, თბილისის ცენტრში. ესაა ადგილი, სადაც არის უამრავი სასმელი.


39. ეწვიე 9 აპრილის პარკს

 

თბილისის მოსახლეობას უყვარს პარკებში სეირნობა. მშობლებს ბავშვები 9 აპრილის პარკში გასართობად და სათამაშოდ დაჰყავთ. აქ თქვენ გაეცნობით ადგილობრივთა ცხოვრების სტილს.


40. გასინჯე ჩურჩხელა

 

საქართველოში ყოფნისას ჩურჩხელა აუცილებლად უნდა გასინჯოთ. ტრადიციული ჩურჩხელა კაკლისგან მზადდება, ამოვლებულია ფელამუშში. არ ჟღერს კარგად, თუმცა დამერწმუნეთ მისი გასინჯვა ღირს.


41. ჩაიხუტეთ ძაღლები და კატები

 

თბილისის ქუჩებში უამრავ ძაღლსა და კატას შეხვდებით, უმეტესი მათგანი საკმაოდ მეგობრულია. კატები თითქმის ყველგან არიან. ძაღლების უმეტესობა საკბენად არ იწევს, თუმცა თავის დაზღვევა მაინც აუცილებელია. იმ ძაღლებს, რომლებსაც ყურებზე ნიშნები აქვთ, ვაქცინაცია აქვთ გაკეთებული.


42. გაატარე დღე ლისის ტბაზე

 

ბევრ ადგილობრივს ზაფხულის დღეების გატარება ლისის ტბაზე უყვარს, კიდევ ერთი ლამაზი ადგილი თბილისში. თქვენ ხართ საცობებისგან შორს, სუფთა ჰაერზე.


43. ივაჭრეთ მეიდანის ბაზარზე

 

მეიდანის ბაზარზე მხოლოდ სუვენირები იყიდება. ასევე, შეგიძლიათ შეიძინოთ ადგილობრივი ღვინო და თაფლი.


44. მოინახულე სიონის ტაძარი

 

რთულია არ აღნიშნო თბილისის ტაძრები, რომლებიც თავისი სილამაზითა და უნიკალურობით გამოირჩევა. სიონის ტაძარი ერთ-ერთია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ტაძარში თვალწარმტაცი ფრესკებია. ეს ტაძარი დაგეხმარებათ სიმშვიდის მოპოვებაში.

 

Description: C:UserslivenewsDesktop53_830_194964_img-(20150118115025).jpg

 

 

45. დალიე ჭაჭა

 

ჭაჭას ქართველები, უმეტესად სახლში ამზადებენ, ყურძნის ნარჩენებისგან, ამიტომაც მასში ალკოჰოლის შემცველობა 40-65%.


46. მოიარე ბეთლემის აღმართი

 

ბეთლემის აღმართი ფეხით უნდა მოიაროთ, აქ შეხვდებით 3 ეკლესიას, პატარა ვენახსა და დატკბებით ქალაქის ხედით. ულამაზესი ადგილი ფოტოების გადასაღებად.


47. ეწვიე კარაოკე ბარს


გაატარეთ საღამო რომელიმე ბარში და გემრიელი საჭმლის შემდეგ აუცილებლად იმღერეთ კარაოკეზე.


48. დაიმახსოვრეთ გმირთა მოედანი


გმირთა მოედანზე მდებარეობს გმირთა მემორიალი, რომელსაც ყველა მოქალაქე პატივს სცემს. მემორიალი ეძღვნება იმ ადამიანებს, რომლებიც ომში დაიღუპნენ, რათა საქართველოს ტერიტორიები დაეცვათ.


49. დალიეთ კოქტეილი თბილისის ფონზე

 

ნარიყალასთან ახლოს თქვენ აღმოაჩენთ კაფეებს, რომლებიც ძველ თბილისს გადმოჰყურებენ. თქვენ შეგიძლიათ დალიოთ კოქტეილი და დატკბეთ ულამაზესი ხედებით, ფასებიც ნორმალურია და პერსონალიც ძალიან მეგობრულია.


50. იყავი სისხლიანი ტურისტი

 

არ მიაქციო ჩამოთვლილ საკითხებს ყურადღება და თბილისი შენი სურვილისამებრ დაათვალიერე. ისარგებლე ქართველთა სტუმართმასპინძლობით და მოინახულე ყველაფერი.

 

Description: C:UserslivenewsDesktopold-tbilisi-narikala-fortress.jpg


წყარო: http://www.thebravedame.com/

 

 

 

 

big_banner
არქივი