„Mondelez International“, რომელიც ტკბილეულის ცნობილ ბრენდებს ფლობს, ყველაზე ტკბილ ვაკანსიას აცხადებს.
კომპანიას სჭირდება 4 ადამიანი, რომელიც მათ მიერ წარმოებული შოკოლადის ახალ პროდუქტებს დააგემოვნებს.
სამუშაო დატვირთვა კვირაში 8 საათს მოიცავს. საათობრივი ანაზღაურება კი 14.32$-ს შეადგენს.
მას შემდეგ, რაც ახალი პროდუქცია შოკოლადის დამგემოვნებლების შემოწმებას გაივლის, მას მსოფლიოს მასშტაბით 150 ქვეყანაში გაყიდიან.