logo_geo
სახლში ალოეს დარგვა ნამდვილად ღირს
- +

2 მარტი. 2019. 13:19

 

ალოე ვერა უძველესი დროიდანვე ცნობილია თავისი სასარგებლო თვისებებით. ის დიდი რაოდენობით ვიტამინებს, მინერალებს, ამინომჟავებსა და ფერმენტებს შეიცავს – ჯამში დაახლოებით 200-მდე სასარგებლო ნივთიერებას.

 

  1. იმუნიტეტის გაძლიერება

 

 

 

 

ალოეს წვენი ორგანიზმს დაცვით ფუნქციებს უნარჩუნებს და შეიცავს C ვიტამინს, რომელიც გვეხმარება იმუნური სისტემის გაძლიერებაში.

 

ამ მიზნით შეგვიძლია მოვამზადოთ სასმელი, რომელიც შემდეგი ინგრედიენტებისგან შედგება:

 

  • ალოეს ფოთოლი
  • 1 ჭიქა წყალი
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი

 

 

გარეცხილ ფოთლებს მოაცილეთ ეკლები და დააქუცმაცეთ. მიღებული ფაფა ჭიქა წყალში გახსენით, შეიძლება ცოტა თაფლის დამატებაც, გემოს მისაცემად და  სასმელი მზადაა დასალევად.

 

 

  1. თმის გაჯანსაღება

 

ალოე ჯანმრთელი თმის შენარჩუნებაშიც დაგვეხმარება: ამაგრებს თმის ძირებს, აჩქარებს ზრდას და ანიჭებს ბზინვარებას.

თმის ხსნარისთვის დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

 

  • ალოეს ფოთოლი
  • 1 ჩაის კოვზი ნუშის ზეთი

 

გაჭერით ფოთოლი ცენტრში და დააქუცმაცეთ. შეურიეთ ნუშის ზეთს და თმაზე წაისვით. დაიხურეთ პოლიეთილენის ქუდი და დაელოდეთ 20 წუთი. ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით.

 

 

 

  1. კანის მოვლა

 

 

 

ალოე ატენიანებს კანს, უფრო ელასტიურს ხდის მას და ანელებს დაბერების პროცესს. გარდა ამისა, მცენარის შემადგენლობაში შედის ელემენტები, რომლებიც ხელს უშლის პიგმენტური ლაქების წარმოქმნას.

 

კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შეგვიძლია მოვამზადოთ ლოსიონი:

 

  • 100 გ ალოეს წვენი
  • 3 სუფრის კოვზი წყალი
  • 3 სუფრის კოვზი სპირტი

 

ამ ლოსიონით ყოველ დღე გაიწმინდეთ სახისა და კისრის კანი, გაიჩერეთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ და სახის კრემი წაისვით.

 

 

  1. მიკროფლორის გაჯანსაღება

 

 

 

 

ალოეს წვენი ებრძვის გაღიზიანებული ნაწლავების პრობლემებს, ამშვიდებს კუჭისა და ნაწლავების ლორწოვან გარსს.

 

Helicobacter Pylori – ეს არის ბაქტერია, რომელიც წყლულოვან დაავადებას იწვევს. ალოეს აქვს ანტიბიოტიკის ეფექტი და ასეთი ბაქტერიების გავრცელებას საუკეთესოდ უშლის ხელს.

 

 

 

 

 

  1. მზის დამწვრობის მკურნალობა

 

იმისათვის, რომ ჭრილობა ან დამწვრობა შეხორცდეს, შესაძლებელია აფთიაქში იმ საშუალების ყიდვა, რომელიც ალოეს შეიცვას. ან აიღეთ მცენარის ფოთოლი, მთლიანად მოაცილეთ რბილობი და წაუსვით დაზიანებულ კანს 2-3-ჯერ დღეში.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი