logo_geo
რაზე მიანიშნებს მუდმივად დაღლილობის შეგრძნება
- +

3 მარტი. 2019. 03:01

 

მუდმივად დაღლილობის შეგრძნება (რომელიც დასვენებისა და ძილის შემდეგაც არ გადის) იმაზე მიანიშნებს, რომ თქვენ ქრონიკულად სტრესულ სიტუაციაში, სტრესის ზემოქმედების ქვეშ ხართ. სამწუხაროდ, ჩვენ მუდმივი დაძაბულობის ეპოქაში ვცხოვრობთ, არ შეგვიძლია პრობლემათა იგნორირება, სტრესებთან გამკლავება. ეს ყოველივე კი ჩვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

 

დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ სტრესი და ფსიქოლოგიური გამოფიტვა შრომისუნარიანობაზეც აისახება. სტრესის გამო ნებისმიერი პრობლემა გადაუჭრელი ხდება, ადამიანს უჭირს ყურადღების კონცენტრაცია და სწორი გადაწყვეტილების მიღება. სტრესი ხელს უშლის ორგანიზმში მიმდინარე აღდგენით პროცესებს.

 

სტრესულ მდგომარეობაში ორგანიზმში აქტიურად გამოიყოფა ადრენალინი და კორტიზოლი (ე. წ. სტრესული ჰორმონები), რის გამოც ქვეითდება იმუნიტეტი, იმატებს არტერიული წნევა და შაქრის დონე სისხლში. გარდა ამისა, კორტიზოლის მომატებული დონე “ანგრევს” კუნთებს და აუარესებს ნივთიერებათა ცვლას ქსოვილებში, რაც ხშირად ჭარბი წონის მაპროვოცირებელი ხდება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი