logo_geo
ბავშვი თუ უძრავი ქონება - რომელი ახანგრძლივებს სიცოცხლეს?
- +

5 მარტი. 2019. 20:35

 

 

პორტუგალიის მეცნიერებმა გამოიკვლიეს თემა - „ბავშვის დაბადების გავლენა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე“.  კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ, მშობლების ინფექციით, სიმსივნით, და გულის დაავადებებით გარდაცვალების რისკი განეიტრალებულია. მათ არ ემუქრებათ არ სუიციდი და არც უბედური შემთხვევა. ამის შესახებ წერს ავსტრიული გამოცემა Der Standard.

 

მკვლევარებმა ინგლისში 1971 წლიდან - 2011 წლამდე 205 277 ადამიანის მონაცემი შეისწავლეს. 2011 წლისთვის მოქალაქეების 39% გარდაცვლილი იყო. მეცნიერებმა დეტალურად შეისწავლეს მათი სოციალური სტატუსი, ოჯახური მდგომარეობა, სიკვდილის მიზეზი და ასევე ისიც გაარკვიეს ჰყ​ავდათ თუ არა შვილები.

 

მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ ქალებს, რომელთაც ჰყავთ შვილები სიმსივნით დაავადების რისკი 72,5%-ით უმცირდებათ. ისინი დაახლოებით (50-90 წელი) ცოცხლობენ. 70 წლის ასაკის ქალები კი, რომელთაც შვილი არ ჰყავთ მათი სიმსივნით გარდაცვალების რისკი 1,3%-ია. იმ ქალების კი ვისაც შვილი ჰყავთ 0,4%.

 

„დედების ინფექციით გარდაცვალების რისკი ორჯერ მცირეა, ასევე გულის დაავადებებით, უბედური შემთხვევის შედეგად, მკვლელობით ან სუიციდით გარდაცვალების რისკი კი სამჯერ არის არის შემცირებული“ - აჩვენებს კვლევა.

 

ანალოგიური კავშირი გვხვდება კაცებშიც. კაცებში, რომლებსაც შვილი ჰყავთ, ინფექციით სიკვდილის რისკი სამჯერ არის შემცირებული. ინფარქტით და უბედური შემთხვევით 2/3-ით, მკვლელობით, სუიციდით და უბედური შემთხევით კი 50%-ით. 

 

ინფექციური დაავადებების დაბალი რისკი იმით აიხსნება, რომ მშობლების იმუნუირი სისტემა განახლებას განიცდის. იმუნიტეტი ძლიერდება იმის ხარჯზე, რომ ბავშვები ინფექციური დაავადებებით ხშირად ავადმყოფობენ. მეცნიერები ამბობენ, რომ ბავშვები აჯანსაღებენ მშობლების ცხოვრების წესს.

 

მეცნიერებმა ასევე შეისწავლეს, სიცოცხლის ხანგრძლივობაზე სხვა ფაქტორების გავლენაც. მაგალითად, მაღალი შემოსავალი ან სოლიდური ქონება.

 

„მდიდრები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, მაგრამ ჩვენი გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ ბავშვების ყოლა უფრო მეტ გავლენას ახდენს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, ვიდრე მაღალი შემოსავალი, ბინა ან სხვა უძრავი ქონება“ - ამბობენ მეცნიერები.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი