logo_geo
კაილი ჯენერი - ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ისტორიაში
- +

6 მარტი. 2019. 14:33

 

კაილი ჯენერი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი გახდა. ჟურნალ Forbes-ის ინფორმაციით, მან მილიარდიანი ქონება დააგროვა. კაილი ჯენერი პოპულარული, რეალითი-შოუ „კარდაშიანების ოჯახის“ შემდეგ გახდა. პირველად შოუში ის 10 წლის ასაკში გამოჩნდა.

 

21 წლის მილიარდერის მთავარი ფინანსური აქტივი Kylie Cosmetics-ია, რომელიც მან 2015 წელს დააფუძნა. კომპანიის მთელ პროდუქციას კაილი თავისი „ექაუნთების“ საშუალებით არეკლამებს. მისი ექაუნთების პოპულარობის წყალობით ბრენდი ძალიან სწრაფად ვითარდება. ამასთან ერთად კომპანიაში მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი მუშაობს. საინტერესოა რომ კაილი ჯენერამდე, პირველი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი მარკ ცუკერბერგი იყო.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი