logo_geo
გაიგეთ რა გელით, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, მომდევნო 7 წლის განმავლობაში
- +

6 მარტი. 2019. 22:12

 

7 მარტს ურანი კუროს ნიშანში შედის და იქ 2026 წლამდე იქნება. ურანი ასტროლოგიის, ყოველივე უჩვეულოსა და ზეციურის, მომავლის სიმბოლოა. მას მოაქვს სიახლეები, სამეცნიერო აღმოჩენები. სამწუხაროდ, ურანი განქორწინების და განშორების სიმბოლოცაა და უახლოესი 7 წლის განმავლობაში გახშირდება მსგავსი შემთხვევები.

 

ეს პლანეტა უკავშირდება ყველაფერს, რაც უცხო ქვეყნიდანაა. შესაძლოა ამ პერიოდში გაიცნოთ სასიყვარულო პარტნიორი, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეა. ურანი ინტერნეტის და ტელევიზიის სიმბოლოცაა. განსაკუთრებით გააქტიურდება და განვითარდება ონლაინ-ბიზნესები. ფულის კეთება მოხდება დისტანციურად.

 

ურანის ნიშნის ცვლილებასთან ერთად, შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ სრულიად სხვა და ახალი ცხოვრებით გსურთ ცხოვრება. ბევრი თქვენგანი გზაჯვარედინზე აღმოჩნდება და არჩევანის გაკეთება მოუწევს. მიიღებთ თქვენი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.

 

ბევრი თქვენგანი სამსახურიდან წასვლას გარისკავს და გადაწყვეტს საკუთარი საქმე წამოიწყოს. ან ეს თქვენგან დამოუკიდებლად მოხდება, მაგალითად, დაიხურება კომპანია, სადაც მუშაობთ ან გაგათავისუფლებენ და თქვენ მიხვდებით, რომ დროა იმის კეთება დაიწყოთ, რაც თავად გსიამოვნებთ.

 

ურანის გავლენით მომხდარი ნებისმიერი შემთხვევა, საბოლოოდ სიკეთის მომტანია, ამიტომ ნუ შეშინდებით. დასრულდება თქვენი ცხოვრების ერთი ეტაპი და დაიწყებთ გარდასახვას.

 

ურანი, როგორც უკვე ითქვა, ტელევიზიის, ეთერის, ინტერნეტის, რადიო-ტალღების, ავიაციის, კოსმოსის და რაკეტების სიმბოლოა. ამიტომ, მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი ამ სფეროებში.

 

კუროს ნიშანში შესული ურანი გვაიძულებს ჯანსაღად ვიკვებოთ და მოვუფრთხილდეთ ბუნებას. უახლოესი 7 წლის განმავლობაში, შესაძლოა მეცნიერებმა ეკოლოგიის დაცვისა და შიმშილის დაძლევის ახალ გზებს მიაგნონ.

 

კურო ფინანსების და საბანკო სისტემის ნიშანია, ამიტომ უახლოესი 7 წლის განმავლობაში ამ სფეროშიც მასშტაბურ ცვლილებებს უნდა ველოდოთ. მოსალოდნელია მორიგი ფინანსური კრიზისი მსოფლიოში. თუმცა, ურანი ტექნოლოგიური პლანეტაა, ამიტომ შესაძლოა ქაღალდის ფული საერთოდ გადავიდეს ხმარებიდან და ციფრული ვალუტით ვისარგებლოთ. მოსალოდნელია, რომ ადამიანური რესურსი, რობოტებმა ჩაანაცვლონ.

 

ურანი მოგცემთ შესაძლებლობას გამოამჟღავნოთ ფარული ნიჭი და მიგახვედრებთ, რომ თქვენი ნიჭის მეშვეობით წარმატების მიღწევაა შესაძლებელი. ეს პლანეტა ინდივიდუალიზმისკენ მოგვიწოდებს და გვიბიძგებს ვიცხოვროთ ისე, როგორც თავად გვსურს, ვაკეთოთ ის, რისი კეთებაც გვინდა და გვსიამოვნებს.

 

ურანის კუროს ნიშანში შესვლის, ყველაზე ცუდი გამოვლინებაა: ფანატიზმი, სიჯიუტე და ომის წყურვილი. ურანი სწორედ კუროს ნიშანში იყო მეორე მსოფლიო ომის და ჰოლოკოსტის დროს. გააქტიურდებიან ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკური ძალები, პროპაგანდისთვის სოციალურ მედიას გამოიყენებენ. მოსალოდნელია პოპულიზმისა და დიქტატურისაკენ სწრაფვა.

 

ურანი ცვლილებების პლანეტაა და თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ელის მნიშვნელოვანი ცვლილებები.

 

გაიგეთ რა გელით, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:

 

ვერძი

 

ურანი 7 წლის განმავლობაში თქვენს ნიშანში იყო და ამიერიდან თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ.  ამჯერად იგი თქვენი ფინანსების სახლში შევა. შესაძლოა ფულის შოვნის ახალ და უჩვეულო მეთოდებს მიაგნოთ. გათავისუფლდებით ფინანსური ვალდებულებებისგან. მომდევნო 7 წელი კარგი პერიოდია ონლაინ-ბიზნესის დასაწყებად, დისტანციური საქმიანობისთვის. ფინანსურად დამოუკიდებლები გახდებით, თუმცა არ ღირს ამ პერიოდში სესხის აღება, რადგან მისი დაფარვა მთელი 7 წელი მოგიწევთ.

 

კურო

 

ურანი თქვენს ნიშანში შედის. პირველი სახლი კი ახალი საწყისების არის. თქვენთვის ცხოვრების ახალი ეტაპი, ახალი ციკლი დაიწყება. ყველაფერი შესაძლოა ძალიან უჩვეულოდ და მოულოდნელად მოხდეს. სრულიად ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში. მეტად თავისუფლები გახდებით და იმოგზაურებთ. აუცილებლად იქნება ცვლილებები თქვენს ურთიერთობებში. სასიყვარულო პარტნიორი შესაძლოა თქვენზე უფროსი ან ძალიან უმცროსი აღმოჩნდეს ან უჩვეულო პროფესია ჰქონდეს. ურანის გავლენით, მოსალოდნელია, რომ თავი შეზღუდულად იგრძნოთ და დაასრულოთ ამჟამინდელი სასიყვარულო ურთიერთობა. შეიცვლით სტილს, გარეგნობას და შეიცვლება საზოგადოებაში თქვენი როლი.

 

ტყუპები

 

თქვენს შემთხვევაში ურანი მე-12 ნიშანში შედის. ეს გათავისუფლების და განწმენდი სახლია. აუცილებლად მოიშორებთ ზედმეტ ტვირთს. მოიშორებთ არასასურველ ვალდებულებებს და გათავისუფლდებით ყველაფრისგან, რაც წინსვლაში გიშლით ხელს. თუ ემიგრაცია გაქვთ გადაწყვეტილი, უახლოესი 7 წლის განმავლობაში ამის შესაძლებლობა მოგეცემათ. კარგი პერიოდია მედიტაციისთვის, სულიერი სიმშვიდისთვის და მოგზაურობისთვის. შესაძლოა დაინტერესდეთ ქველმოქმედებით ან ცხოველებზე ზრუნვით. თუ სამეცნიერო საქმიანობით ხართ დაკავებული, სწორედ ახლა იწყება ის პერიოდი, როდესაც მნიშვნელოვან აღმოჩენებს გააკეთებთ.

 

 

კირჩხიბი

 

თქვენთვის ურანი მე-11 სახლში შევა. ეს თანამოაზრეების სიმბოლოა. შესაძლოა შეიცვალოს თქვენი სამეგობრო წრე. უამრავ ახალ ადამიანს გაიცნობთ ან მონაწილეობას მიიღებთ სხვადასხვა სემინარებსა თუ ვებინარებში. შესაძლოა თავად ჩაატაროთ ლექციები. მე-11 სახლი სოც-ქსელებს და ონლაინ-ბიზნესსაც განაგებს. სავარაუდოდ, დიდ დროს დაუთმობთ სოციალურ ქსელებს ან ინტერნეტ-ბიზნესს წამოიწყებთ, რომელიც სწრაფად განვითარდება. მარტივად მოიპოვებთ პოპულარობას სოციალურ ქსელებში. უახლოესი 7 წლის განმავლობაში, გაერკვევით თქვენს სურვილებსა და მიზნებში და დაიწყებთ მათ განხორციელებას.

 

ლომი

 

თქვეთვის ურანი მე-10 სახლში შედის, ეს სოციალური სტატუსის და კარიერის სიმბოლოა, ყოველივე ის, რითიც ვამაყობთ. კარიერაში სრულიად მოულოდნელი და რადიკალური ცვლილებები გელით. მაგალითად, შესაძლოა დაიხუროს ის ორგანიზაცია, სადაც მუშაობთ, მაგრამ ცოტა ხანში ისეთი შემოთავაზება მიიღოთ, რაც თქვენს კარიერას უკეთესობისკენ შეცვლის და აუცილებლად დათანხმდით. რაღაც მოვლენის ან შეხვედრის შედეგად, შეიცვლება თქვენი ცხოვრებისეული მიზანი და მიმართულება. სოციალური სტატუსის ცვლილება შესაძლოა ქორწინებას გულისხმობდეს და მილიონერზე იქორწინოთ.

 

ქალწული

 

თქვენს შემთხვევაში, ურანი მე-9 სახლში შევა. ეს იღბლის, მოგზაურობის და სამყაროს შეცნობის სახლია. უახლოესი 7 წლის განმავლობაში ბევრს იმოგზაურებთ ან ხშირად წახვალთ მივლინებაში. კონტაქტი გექნებათ უცხოელებთან. თუ კერძო ბიზნესი გაქვთ, საერთაშორისო დონეზე გახვალთ. შესაძლოა უცხოელ კლიენტებთან დისტანციურად იმუშავოთ. თუ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა გსურთ, ეს ამისთვის იდეალური პერიოდია. შესაძლოა შეიცვალოთ პროფესია ან თავად დაიწყოთ ლექციების ჩატარება. თუ წერის ნიჭი გაქვთ, კარგი პერიოდია წიგნის და სტატიების გამოსაცემად. თუ ვიზის ან მწვანე ბარათის მოლოდინში ხართ, აუცილებლად მიიღებთ.

 

სასწორი

 

მერვე სახლი: ეს პირველ რიგში ფინანსების სახლია. მოგეცემათ შესაძლებლობა, შეცვალოთ ფინანსური მდგომარეობა. შესაძლოა თქვენში ინვესტიცია ჩადონ ან მემკვიდრეობა დაგიტოვონ. მოსალოდნელია ქორწინება ფინანსურად უზრუნველყოფილ ადამიანზე. შესაძლოა ახალი ბიზნეს პარტნიორი გამოჩნდეს, რომელსაც ახალი იდეები ექნება, რაც ფულს მოგიტანთ. მერვე სახლი კრიზისულ და გაუტვალისწინებელ სიტუაციებსაც მოიცავს. ამიტომ, ურანის გავლენით, შესაძლოა ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, რაც გაიძულებთ სრულიად შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება.

 

მორიელი

 

ურანი თქვენს მე-7 სახლში შევა. ეს  ურთიერთობის, პარტნიორობის, ქორწინების სახლია. უახლოესი 7 წლის განმავლობაში, ბევრი თქვენგანი იქორწინებს. თქვენი მეუღლე სავარაუდოდ ან ძალიან უფროსი იქნება ასაკით, ან უმცროსი, შესაძლოა უცხოელი იყოს. მომავალი მეუღლე შეიძლება სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას გაიცნოთ. მოსალოდნელია დისტანციური სასიყვარულო ურთიერთობები. თუ უკვე ქორწინებაში ხართ, შესაძლოა სამსახურის ან სწავლის გამო, ერთმანეთისგან შორს ყოფნა მოგიხდეთ. თუ დიდი ხანია ისეთ ურთიერთობაში ხართ, რომელიც ადგილიდან არ იძვრის, ასეთი ურთიერთობა აუცილებლად დასრულდება.

 

მშვილდოსანი

 

მე-6 სახლი: ეს პირველ რიგში სამსახურია. ურანი უჩვეულო სამსახურს, იდეებს და შემოთავაზებებს მოგიტანთ. თქვენს საქმიანობაში ბევრად უფრო თავისუფალი გახდებით. მოსალოდნელია მივლინებები და დისტანციური მუშაობა. სამსახურის კუთხით, თქვენი ყოველდღიური განრიგი შეიცვლება. ეს არ ეხება მხოლოდ სამსახურს; უახლოესი 7 წლის განმავლობაში, თქვენი ცხოვრების წესს/რუტინას შეცვლით. სხვაგვარად დაიწყებთ დროის გადანაწილებას. ყველაფერს დაალაგებთ ისე, როგორც თქვენი ჯანმრთელობისთვის იქნება უკეთესი. შესაძლოა ცხოვრების სტილის შეცვლის გადაწყვეტილება, სრულიად მოულოდნელი მიზეზის გამო მიიღოთ.

 

თხის რქა

 

მე-5 სახლი: სიყვარული, ბედნიერება და ბავშვები.  უახლოესი 7 წლის განმავლობაში ბევრ თხის რქას შეეძინება შვილი. შესაძლოა ეს მოულოდნელი/დაუგეგმავი ორსულობით მოხდეს ან ბავშვის ჩასახვის მიზნით, არატრადიციულ მეთოდებს მიმართოთ (ინვიტრო განაყოფიერება, სუროგაცია, შვილად აყვანა). მოსალოდნელია ქორწინება ისეთ ადამიანზე, რომელსაც შვილი ჰყავს. თუ აქამდე დაფეხმძიმება თქვენთვის პრობლემა იყო, მაშინ ურანი ამაში ხელს შეგიწყობთ და აუცილებლად დაორსულებით. თუ ზრდასრული შვილები გყავთ, შესაძლოა მათ რამე სასიამოვნოთი გაგაოცონ. მეხუთე სახლი ხელოვნებასაც უკავშირდება. შესაძლოა ახალი, შემოქმედებითი იდეები გაგიჩნდეთ, რაც ძალიან გაგიტაცებთ. ჰობს ბიზნესად აქცევთ. თხის რქებს თავბრუდამხვევი სიყვარული გელოდებათ, თუმცა შეიძლება თქვენი სასიყვარულო ობიექტი დაქორწინებული იყოს და სასიყვარულო სამკუთხედში აღმოჩნდეთ. თუ ახლა ხართ ამ სიტუაციაში, მაშინ ურანი ყველაფერს ფარდას ახდის.

 

მერწყული

 

თქვენთვის ურანი მეოთხე სახლში შედის. ეს საცხოვრებელი ადგილის, უძრავი ქონების სახლია. მოსალოდნელია საცხოვრებელი ადგილის მოულოდნელი ცვლილება. შესაძლოა გაყიდოთ ის უძრავი ქონება, რომელსაც დიდხანს ვერ ყიდდით. მოსალოდნელია სპონტანური შენაძენიც. შეიძლება სახლი საზღვარგარეთ იყიდოთ ან ხშირად იმოგზაუროთ. მოსალოდნელია სამუშაოდ ან სასწავლებლად წასვლა უცხო ქვეყანაში. ცვლილებები გელოდებათ ოჯახშიც: მოსალოდნელია მატება ან პირიქით, ოჯახის რომელიმე წევრის სახლიდან წასვლა. თუ მარტო ცხოვრობთ, შესაძლოა მშობლების თქვენს სახლში გადმოყვანა მოგიხდეთ. მოსალოდნელია გვარის ცვლილებაც.

 

თევზები

 

თევზებისთვის 84 წლით დასრულდება ფინანსური პრობლემები. ურანი თქვენს მე-3 სახლში შევა, ეს კომუნიკაციების, ურთიერთობების, უნარების და სწავლის სახლია. ბევრი თქვენგანი ახალი სპეციალობის შემსწავლელ კურსებზე წავა. დიდი ალბათობით, კომპიუტერულ ან სხვა ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ უნარებს შეიძენთ. უამრავი ახალი იდეა გექნებათ. გელით მოგზაურობა. თუ აქამდე ავტომობილს არ მართავდით, ესეც შეიცვლება და საჭესთან აღმოჩნდებით, მართვის მოწმობას აიღებთ. ზოგიერთმა თქვენგანმა შესაძლოა ვერტმფრენის ან იახტის მართვა ისწავლოს. მოსალოდნელია საცხოვრებლად გადასვლა სხვა ქალაქში ან ქვეყანაში. ხშირად ივლით მივლინენებზე და სემინარებზე.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი