logo_geo
აშშ-ში დეპრესიის სამკურნალო სპრეი გაიყიდება
- +

7 მარტი. 2019. 13:31

 

 

აშშ-ის მედიკამენტების რეგულატორმა ქვეყნის მასშტაბით დეპრესიის სამკურნალო ნაზალური სპრეის გაყიდვაზე თანხმობა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას „BBC“ ავრცელებს.

 

სპრეის მწარმოებელი ფარმაცევტული კომპანია „Janssen“-ის განცხადებით, პაციენტის განწყობასა და ხასიათზე „Esketamine“-ს დადებითი ზემოქმედება 24 საათში შეუძლია მოახდინოს.

 

სამკურნალო სპრეი განკუთვნილია იმ პაციენტებისთვის, რომლებზეც სხვა ორმა დეპრესიის საწინააღმდეგო წამალმა, რამდენიმეკვირიანი კურსის მიუხედავად, არ იმოქმედა.

 

სპრეის მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, რომლებიც ამბობენ, რომ წამალმა ბაზარზე მოხვედრამდე არასაკმარისი ტესტირება გაიარა.

 

სპრეითი მკურნალობის კურსის სავარაუდო ღირებულება 885 დოლარამდე იქნება.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში დეპრესიის სხვადასხვა ფორმით 300 მილიონამდე ადამიანი იტანჯება. გაეროს მონაცემებით კი 15-29 წლის ადამიანებში სიკვდილიანობის მიზეზებს შორის მეორე ადგილზე სწორედ დეპრესიის გამო თვითმკვლელობაა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი