logo_geo
მექსიკელმა არქეოლოგებმა მაიას ცივილიზაციის დროინდელი ორასამდე არტეფაქტი აღმოაჩინეს
- +

7 მარტი. 2019. 20:50

 

 

მექსიკელმა არქეოლოგებმა მაიას ცივილიზაციის დროინდელი ორასამდე არტეფაქტი აღმოაჩინეს. The new york times-ის ინფორმაციით აღმოჩანილი ნივთებიდან უმრავლესობა ჭურჭელია.

 

არტეფაქტებს გამოქვაბულ "ბალაკუში" მიაკვლიეს. გამოქვაბული ნახევარკუნძულ "იუკატანის" ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. "ბალაკუ" მიწისქვეშა გამოქვაბულების და მღივმეების დიდი ქსელის ნაწილად ითვლება. მაიას ტომელები აქაურობას მიწისქვეშეთის კარიბჭედ მიიჩნევდნენ. აღმოჩენილი ნივთების უმრავლესობაზე "ტალოკა", წვიმის და მოსავლის ღმერთია გამოსახული. მაიას გარდა, "ტალოკას" სხვადასხვა სახელით აცტეკები, საპოტეკები და მიშტეკებიც ეთაყვანებოდნენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი