logo_geo
ძილის პარალიზის შიშთან გასამკლავებლად ფოტოგრაფმა სიურრეალისტური ავტოპორტრეტები შექმნა
- +

9 მარტი. 2019. 11:27

 

ფოტოგრაფი ნიკოლას ბრუნო, ძილის პარალიზს ფოტოებში ასახავს. მან ძილის პარალიზი ხელოვნებად გარდაქმნა.

 

7 წლის ასაკში, ბრუნო პირველად აღმოჩნდა ძილში „პარალიზებული“. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი საღ გონებაზეა, თუმცა მოძრაობა, საუბარი ან რეაქციის გამოხატვა არ შეუძლია. სკოლის დამამთავრებელ წლებში ბრუნოს ეს ყოველ ღამით ემართებოდა, შედეგად მას დეპრესია დაემართა. ძილის შემდეგ ის გაღიზიანებული იღვიძებდა, თითქოს რეალობაში განიცადა ყველაფერი.

 

თავდაპირველად, ბრუნომ, სიზმრების ჟურნალის გაკეთება გადაწყვიტა, სადაც ჩანაწერების სახით აღწერდა სიზმარს. მოგვიანებით კი, მან ციფრული ფოტოგრაფია სკოლაში შეისწავლა. საბოლოო ნამუშევრებს ფოტოშოფის პროგრამის გამოყენებით ამუშავებს. ბრუნოსთვის მისი შემოქმედება თერაპია აღმოჩნდა, რადგან დაავადებისგან რაღაც პოზიტიური შექმნა. 

 

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი