logo_geo
Skype-ით სარგებლობა აპლიკაციის გარეშეც შესაძლებელია
- +

9 მარტი. 2019. 13:52

 

 

Skype-მა მომხმარებელს კიდევ ერთი სიახლე შესთავაზა. ამიერიდან ოპერაციული სისტემების Windows-ისა და Mac OSX-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, Skype Web-ით ისარგებლონ. ამის შესახებ Skype-ის ბლოგზე ვკითხულობთ.

 

ამისთვის მომხმარებელს კომპიუტერზე სულ მცირე Windows 10 და Mac OSX10.12 ვერსია უნდა ჰქონდეს მომართული და Google Chrome-ის ან Microsoft Edge-ის ბოლო ვერსიის ბრაუზერით სარგებლობდეს.

 

სიახლის გამოცდა ბრაუზერებით - Safari, Firefox და Opera ხელმისაწვდომი არ არის.

 

რაც შეეხება Skype Web-ის ფუნქციებს, ვებგვერდიდან მომხმარებელი HD ვიდეოზარით, შეტყობინებების პანელით და მედიაგალერიით სარგებლობას შეძლებს. ნებადართულია ზარის ჩაწერაც.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი