logo_geo
4 ზოდიაქოს ნიშანი, რომლის შურისძიებისაც უნდა გეშინოდეთ
- +

9 მარტი. 2019. 17:31

 

 

ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ ზოდიაქოს ამ 4 ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ძლიერი ხასიათით გამოირჩევიან. თუ თქვენ რაიმე საკითხში მათ გზას გადაუჭრით, ორიდან ერთი ვარიანტი გექნებათ ასარჩევი: ან ბოდიშის მოხდა, ან უკანმოუხედავად გაქცევა იმის იმედით, რომ თქვენ ვერ დაგეწევიან…

 

რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლების ნებისყოფამ, შეიძლება, გაგაოცოთ. ბევრად უკეთესია, მათთან იმეგობროთ, ვიდრე მტრული დამოკიდებულება გქონდეთ! ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ისინი ყოველთვის აღწევენ მიზანს!

 

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)

 

 

 

ვერძები – ნამდვილი მეამბოხეები არიან, რომლებიც მზად არიან, ყველგან და ყოველთვის დაიცვან საკუთარი იდეალები. ისინი მეტისმეტად აფასებენ საკუთარ პიროვნებას და არავის მისცემენ იმის უფლებას, რომ ვინმე დაემუქროს ან უკარნახოს საკუთარი ნება.

მაგრამ, როგორც ნამდვილი სუპერგმირი, ვერძი არასოდეს იყენებს საკუთარ ენერგიას ადამიანების საზიანოდ. თქვენ არასოდეს წააწყდებით ვერძის სისასტიკეს ან სიჯიუტეს მხოლოდ იმის გამო, რომ ის ცუდ ხასიათზეა. მაგრამ თქვენ ცუდი დღე დაგადგებათ, თუ თქვენ ერთი სიტყვით მაინც აწყენინებთ მას ან მის ახლობლებს!

 

 

კურო (20 აპრილი – 20 მაისი)

 

 

არა მგონია, რომ რბილი და უწყინარი კუროს შემხედვარეს ეჭვი მაინც გაგიჩნდეთ იმისა, რომ ის მოუდრეკელი ნებისყოფით არის დაჯილდოებული. მაგრამ არასოდეს შეაფასოთ წიგნი ყდის მიხედვით!

კუროები ნამდვილ სისასტიკის მანქანებად იქცევიან, თუ შეამჩნიეს, რომ ვინმე ხელყოფს იმას, რაც მათ უყვარს. ეს არა მარტო ადამიანებს, არამედ საგნებსაც ეხებათ. სცადეთ, წაართვათ კუროს ის, რაც მას სრული უფლებით ეკუთვნის და მოულოდნელად თქვენს წინაშე გააფთრებული ხარი წარსდგება!

 

თხის რქა (20 დეკემბერი – 19 იანვარი)

 

 

თხის რქა ყოველთვის ზრდილობის ჩარჩოებში მოქმედებს და ამას მხოლოდ საკუთარი თავისთვის აკეთებს. ამით გამოიკვეთება ნებისყოფის სიმტკიცე მის ხასიათში. მას ძალიან კარგად ესმის, რომ ცოტანი არიან ისინი, ვისაც მწარე სიმართლის გაგონება სურთ. ამიტომ, ამ ზოდიაქოს ქვეშ დაბადებული ადამიანები საკმაოდ თავშეკავებულები და მომთმენები არიან.

 

თხის რქების გარეგნული გულგრილობა მათ ადამიანებისადმი პრინციპულ მიდგომაზე მეტყველებს. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ეს ეხმარება, თავი დაიცვან იმათგან, ვისაც ამა თუ იმ მიზეზით სურს მათი თვითშეფასების დაკნინება. ხოლო თუ თხის რქას არ გამოსდის არაკეთილმოსურნეთა დაბლოკვა, ის მოქმედებას იწყებს. აი მაშინ შორს დაიჭირეთ მისგან თავი!

 

მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)

 

 

მერწყულის ნებისყოფა რაღაცით წააგავს თხის რქის გულგრილ დამოკიდებულებას ადამიანებისადმი. მაგრამ ის მხოლოდ მაშინ მჟღავნდება, როდესაც ამ ნიშნის წარმომადგენელს უჩნდება შიში, რომ მას ღირსეულად არ შეაფასებენ.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ მერწყულს აღარ სჭირდება მეგობრები. მას უფრო ეშინია, რომ ზოგიერთი ადამიანი არასწორ დასკვნებს გამოიტანს მანამ, სანამ კარგად გაიცნობს მას.

სწორედ ამიტომ მერწყულს შეუძლია იყოს საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნი თქვენ მიმართ, გაცნობის პირველ ეტაპზე. მაგრამ რაც უფრო ახლოს გაიცნობთ მას, მით უფრო მეგობრული და გახსნილი გახდება თქვენ მიმართ.

 

https://zivava.ge/zodiaqos-4-nisani-romlis-surisziebisac-unda-gesinodet/

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი