logo_geo
რამდენია თბილისელების ყოველთვიური ხარჯი საკვებ პროდუქტებზე
- +

10 მარტი. 2019. 21:40

 

რამდენს შეადგენს თბილისის მაცხოვრებლების ყოველთვიური დანახარჯი საკვებ პროდუქტებზე და შესაბამისად, როგორია მათი მსყიდველობითუნარიანობა. ამასთან დაკავშირებით კვლევა ACT Global-მა ჩაატარა.

 

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ  საკვებ პროდუქტებში საშუალო თვიური დანახარჯი 569 ლარია.

 

გამოკითხულთა 30%-ს შეადგენენ ისეთი მომხმარებლები, რომლებიც საკვებ პროდუქტებში ყოველთვიურად მინიმალურ თანხებს ხარჯავენ, კერძოდ კი 300 ლარზე ნაკლებს. თბილისელების მესამედის (34%) ყოველთვიური დანახარჯი 300-500 ლარის შუალედში მერყეობს. გამოკითხულთა დანარჩენი ნაწილი, 36%-ი, შედარებით დიდ თანხებს ხარჯავს ყოველთვიურად საკვებ პროდუქტებზე – მათი დანახარჯები 500 ლარს აღემატება.

 

საქსტატის ინფორმაციით, თებერვალში იანვართან შედარებით ინფლაციამ 0.3 % შეადგინა, წლიური ინფლაციის დონე კი 2.3% იყო.

 

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე, ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე. თამბაქოს ნაწარმზე ფასები მომატებულია 13.0 პროცენტით.

 

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ასევე, რამდენიმე ჯგუფებზე, მათ შორის ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 16.1 პროცენტით, აქედან თამბაქოს ნაწარმზე ფასები 32.7 პროცენტით არის მომატებული.

 

კერძოდ, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: თევზეული (12.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (10.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (7.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.3 პროცენტი), ასევე მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-23.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-3.4 პროცენტი).

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი