logo_geo
2019 წელს ჩარლი ჩაპლინის დაბადებიდან 130 წლის იუბილე აღინიშნება
- +

11 მარტი. 2019. 15:11

 

 

2019 წლის 16 აპრილს, ჩარლი ჩაპლინის დაბადებიდან 130 წლის იუბილე აღინიშნება. სპეციალურად ამ დღისთვის, მსოფლიო მასშტაბით დაიგეგმა სხვადასხვა ღონისძიება, ჩარლი ჩაპლინის პატივსაცემად სპეციალურად იმართება  წარმოდგენები და კინოჩვენებები. მსოფლიო ამ დღეს სპეციალურად აღნიშნავს, რადგან ლეგენდარული ჩარლი ყველა დროის დაუვიწყარი კომიკოსია. თუ გართობა და სიცილი თქვენი ჰობია, მაშინ ჩარლი ჩაპლინს სწორედ თქვენთვის შეუქმნია თავისი დაუვიწყარი ნამუშევრები.

 

გთავაზობთ რამდენიმე ფილს:

 

„ძაღლური ცხოვრება“ (1918 წელი)

 

 

„ძაღლის ცხოვრება“ ასე ჰქვია ფილმს, რომელშიც ჩარლი ჩაპლინი 35-წუთიან მოკლე სიუჟეტს წარმოგვიდგენს. ის ცხოვრობს ერთ საშინელ ადგილას, ცდილობს სამსახურის დაწყებას, მაგრამ ის სამსახური, რომელსაც თვალს დაადგამს, უეცრად გაქრება.

 

„ცირკი“

ეს ის ფილმია, რომელმაც დიდი გამოხმაურება და მოწონება დაიმსახურა საზოგადოებაში. პატარა მაწანწალა მსახიობი, რომელსაც ჩარლი განასახიერებს, ცირკის კლოუნი გახდება. ცირკში დატრიალებული პრობლემები სწორედაც რომ ჩარლის არასწორი და უკუღმართი საქმიანობიდან გამომდინარეობს.

 

„ბიჭუნა“

 

 

ფილმის მთავარ შინაარს ჩარლის მიერ ნაპოვნი ბავშვი წარმოადგენს, რომელსაც მიტოვებულ ადგილას აღმოაჩენს. ჩარლი მის გაზრდას გადაწყვეტს, პატარა ბიჭუნა ჩარლის მსგავსი გახდება, მიხვრა-მოხვრა, ქცევები და სიარული, მას ჩარლის მსგავსად ჩამოუყალიბდება. მოგვიანებით კი ხელისუფლება შეეცდება ბავშვის წართმევას. ფილმი 1921 წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმია.

 

„ხელფასის დღე“

 

 

ყველასთვის ცნობილი კომიკოსი მსახიობი, რომელიც ყველასთვის ასოცირდება კომედიასთან, კარგად აღწერს ფილმში ადამიანების ყოველდღიურობას. ფილმში აღწერილია ყოველდღიურობა, სავსე ტრამვაი, დამღლელი სამუშაო, ოჯახი და ა. შ.

 

იგი ერთი ჩვეულებრივი მუშაკია, მასზე ისე გადადის საქმე, როგორც ძალიან უბრალო, არარაობა მუშაზე. ამ მძიმე საქმეს კი ის ყველაფერს კომედიურად ასახავს.

 

„წამალი“

 

ჩარლი გადაწყვეტს რომ სპა-ს მისაღებად წავიდეს. შეხედავს იქაურ სიტუაციას და გადაწყვეტს, რომ იქ მყოფებს მიბაძოს. ხოლო მასაჟის კეთების დროს ის იქაურობას ჭიდაობის მატჩად აღიქვამს.

 

იმისათვის, რომ ეს ყველაფერი გაითავისოთ, აუცილებლად უნდა ნახოთ ჩარლი ჩაპლინის მოკლემეტრაჟიანი ფილმები. რეალობაზე აგებული კომედია და 35 წუთში ჩატეული ყოველდღიურობა.

 

 

big_banner
არქივი