logo_geo
როგორ მოვამზადოთ ბრაუნი სამი ინგრედიენტით
- +

12 მარტი. 2019. 18:54

 

 

 

ბრაუნი უგემრიელესი შოკოლადის დესერტია. გთავაზობთ ამ ნამცხვრის მომზადების გამარტივებულ ვერსიას, რისთვისაც მხოლოდ 3 ინგრედიენტი დაგჭირდებათ და თან სულ რაღაც 15 წუთში გამოაცხობთ.

 

ინგრედიენტები:

 

„ნუთელა“ 1,25 ჭიქა

 

ფქვილი 0,5 ჭიქა

 

კვერცხი 2 ცალი

 

მომზადების წესი:

 

შეურიეთ „ნუთელა“, კვერცხი და ფქვილი, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

 

ფორმას წაუსვით კარაქი, მოაფრქვიეთ კაკაო, შემდეგ მიღებული ცომი გადაიტანეთ და გაანაწილეთ თანაბრად.

 

გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე და აცხვეთ 15 წთ.

 

 

 

გემრიელად მიირთვით!

 

 

 

big_banner
არქივი