logo_geo
საფრანგეთის ფერმაში ქათმებმა მელია მოკლეს
- +

13 მარტი. 2019. 17:36

 

 

„საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე შინაური ფრინველების ფერმაში, მელია, სავარაუდოდ, ქათმებმა მოკლეს”, - ამის შესახებ გამოცემა „The Guardian წერს.  ვარაუდობენ, რომ ცხოველი ფერმაში შეიპარა.

 

სასოფლო-სამეურნეო დაწესებულების ხელმძღვანელის პასკალ დანიელის განცხადებით, მკვდარი მელია საქათმის კუთხეში იპოვეს. დანიელის თქმითვე, ქათმებმა ინსტინქტის შესაბამისად იმოქმედეს და მელიას ნისკარტებით დაესხნენ თავს.

 

„The Guardian“-ის ინფორმაციით, ფერმაში მდებარე საქათმე მთელი დღის განმავლობაში ღიაა და ქათმები მთელი დღე გარეთ არიან. ამ ტერიტორიაზე მელია ბოლოს გასულ წელს ნახეს.

 

 

წყარო - the guardian

 

 

big_banner
არქივი