logo_geo
ქალის ხასიათი თმის ფერის მიხედვით
- +

14 მარტი. 2019. 17:59

 

 

 

 

 

შავგვრემნები

 

 

შავგვრემნები ემოციურები არიან. შეუძლიათ უმნიშვნელო რაღაცის გამოც ძალიან იდარდონ. მათ ხასიათი ხშირად ეცვლებათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, საკუთარი თავის ხელში აყვანა მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ტემპერამენტიანები და თავდაჯერებულნი არიან. ხშირად აღწევენ დასახულ მიზანს. მიდრეკილნი არიან მელანქოლიისადმი. აქვთ განუმეორებელი შარმი.

 

 

 

ქერები

 

 

ქერებს არ უყვართ გრძნობების დემონსტრირება. ისინი შინაგან სამყაროს თავისთვის ინახავენ, ამიტომ, გარეგნული მხარე ხშირად ატყუებს გარშემომყოფებს. მათ მოსწონთ, როდესაც მამაკაცებს განცვიფრებულს ტოვებენ.

 

 

 

 

წითურები

 

 

ჟღალთმიანი ქალები ნერვიულები არიან. არ უყვართ ხშირი ცვლილებები. ისინი ძალიან დამოუკიდებლები არიან და იშვიათად ითვალისწინებენ სხვების აზრს. ფლირტი დიდად არ უყვართ  და პარტნიორსაც იშვიათად იცვლიან.

 

 

წაბლისფერთმიანები

 

 

ყავისფერ თმიანი ქალები ძალიან კომუნიკაბელურები, თბილები და ნაზები არიან. მათ ნებისმიერ საკითხზე შეუძლიათ საუბარი. მათთვის არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა. ცდილობენ ყოველთვის იპოვონ გამოსავალი. მამაკაცებში პირველ რიგში ჭკუას აფასებენ. მიუხედავად ამ დადებითი თვისებებისა, მათ მამაკაცები ხშირად სათანადოდ ვერ აფასებენ.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი