logo_geo
წონის დაკლების 5 წესი მზარეულისაგან, რომელმაც 76 კილო დაიკლო
- +

16 მარტი. 2019. 00:14

 

 

მიშლენის ვარსკვლავის მფლობელმა მზარეულმა ტომ კერიჯმა 76 კილოგრამი დაიკლო. მისი წონა 190 კილოგრამს აღწევდა. შეფ-მზარეული ამბობს, რომ  წონა ცხოვრების „გიჟური“ რიტმის გამო დაუგროვდა. ის სტრესის მოსახსნელად საკვებს და ალკოჰოლს იყენებდა. ტომ კერიჯმა BBC-ის უამბო, თუ როგორ დაამარცხა ჭარბი წონა.

 

„ერთ დღეს უარი ვთქვი ალკოჰოლზე, შაქარსა და ნახშირწყლებზე. სამ წელიწადში დავიკელი 76 კილოგრამი. ჩემი წონის 40%“, - ამბობს შეფ მზარეული.

 

ტომ კერიჯმა წონის დაკლების 5 წესი შეიმუშავა:

 

  1. არ მოახდინოთ დიეტაზე ფოკუსირება;

 

  1. რაც შეიძლება მეტი იმოძრავეთ;

 

  1. მოამზადეთ სახლში და გამოიყენეთ ახალი პროდუქტები;

 

  1. ჩართეთ პროცესში მეგობრები და ოჯახის წევრები;

 

  1. გამოიმუშავეთ ნებისყოფა და გაუძელით ცდუნებებს;

 

ტომ კერიჯი ამბობს რომ დიეტის მიზანი, მხოლოდ წონის კლება არ არის, მთავარია ინტენსიური და სწორი კვების რეჟიმის გამომუშავება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი