logo_geo
Google-ის iOS კლავიატურა ტექსტს 100-ზე მეტ ენაზე გადათარგმნის
- +

16 მარტი. 2019. 23:03

 

 Google-ის ახალი კლავიატურა, რომლითაც iphone-ის მომხმარებლები ისარგებლებენ, ტექსტს 100-ზე მეტ ენაზე გადათარგმნის.

 

ამის შესახებ The Sun-ი წერს. Gboard-ს, რომლის გამოყენებასაც iphone-ის მომხმარებლები აპლიკაციის საშუალებით შეძლებენ, Google Translate-ის მხარდაჭერა აქვს.

 

ეს ნიშნავს, რომ ამ სმარტფონის მფლობელებს თავისუფლად შეუძლიათ უამრავ ენაზე აკრიფონ ტექსტი და პარალელურად თარგმნონ კიდეც.

 

Android-ის მომხმარებლები ანალოგიური ფუნქციით 2017 წლიდან სარგებლობენ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი