logo_geo
როგორ ვნახოთ კარგი სიზმრები
- +

17 მარტი. 2019. 20:41

 

გერმანიაში, სულიერი ჯანმრთელობის ინსტიტუტის მეცნიერები გვირჩევენ, თუ როგორ ვნახოთ მხოლოდ კარგი სიზმრები წერს Dw.

 

ადამიანი ცხოვრების 1/3 -ს ძილში ატარებს. ძილის მკვლევარი იურგენ ცულლეი, ამბობს გერმანიის მოსახლეობის 40%-ს ცოტა სძინავს და ყოველ მე-10 უძილობა აწუხებს. 

 

ერთ ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც ცუდად გვძინავს, ღამის კოშმარებია. ეს არის უარყოფითი ემოციები შიშიდან ნერვიულ სტრესამდე, რასაც ჩვენ განვიცდით და გვეღვიძება. როცა ადამიანს ხშირად ესიზმრება კოშმარები, ეს ნეგატიურ გავლენას ახდენს მის ჯანმრთელობაზე, რადგან ცუდად სძინავს და დღის განმავლობაში კარგავს ყურადღებას და კონცენტრაციას.

 

გაღვიძების შემდეგ ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რას ნიშნავს სიზმარი? სიზმრების ახსნის შესახებ ჯერ კიდევ ბიბლიურ სიუჟეტშია მოთხრობილი, როდესაც ეგვიპტის ფარაონს 7 გამხდარი და 7 მსუქანი ძროხა დაესიზმრა. მან თხოვნით მიმართა წინასწარმეტყველებს, მაგრამ ვერავინ ახსნა მისი სიზმარი. მაშინ ფარაონმა გაგზავნა იოსებთან, და მან უთხრა ფარაონს, რომ სიზმარი ნიშნავდა 7 წელი მაძღარ, ხოლო 7 წელი მშიერ ცხოვრებას.

 

გერმანელი მეცნიერი მიხეილ შრდელი (სულიერი ჯანმრთელობის ცენტრალური უნივერსიტეტი),  რამდენიმე ათეული წელია სიზმრებს იკვლევს. „პრინციპში ჩვენ გვესიზმრება ის რასაც ყოველდღიურობაში ვაწყდებით“, - ამბობს მეცნიერი. 

 

მიხეილ შრდელიც და მისი კოლეგები ამბობენ, რომ ეს არის „ტიპიური“ სიზმრები, რომლებიც სხვადასხვა ადამიანებს საკმაოდ ხშირად ესიზმრებათ. მათი მონათხრობი კი სპეციალურ სქემაში ხვდება.

 

„გაქცევა ნიშნავს იმას, რომ რაღაცის წინაშე შიშს გრძნობთ და პრობლემისგან გარბიხართ“, - ამბობს მეცნიერი.

 

ფსიქოლოგები ამას უწოდებენ „გაქცევის“ მდგომარეობას.

 

„როგორც ცხადში, ისე ძილშიც ადამიანი პრობლემებს გაურბის. რაც უფრო მეტი სტრესია ჩვენს ცხოვრებაში, უფრო იშვიათად გვესიზმრება კოშმარები“, - აცხადებენ გერმანელი მეცნიერები.

 

მიხეილ შრდელი ამბობს, რომ ადამიანებს, ასევე ხშირად ესიზმრებათ დაგვინება, ახლობელი ადამიანების გარდაცვალება, ან სხეულის პარალიზება.

 

გერმანელი მეცნიერები ამბობენ, რომ სიზმრების ახსნა დამოკიდებულია კულტურაზე:

 „თუ გამოვიყენებთ ჩვენს სქემას, მისი გამოყენება შეიძლება სხვადასხვა ქვეყნებში. მაგალითად არ შეგვიძლია ავხსნათ რატომ გვესიზმრება ძაღლი, რადგან ჩვენი სიტუაცია ხსნის მეთოდოლოგიას. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ელემენტი არამედ ემოცია, რასაც  ის იწვევს. სეირნობთ თუ არა ძაღლთან ერთად და თავს გესხმით თუ არა თქვენ“, -  ამბობენ მეცნიერები.

 

მკვლევარებმა აღმოაჩინეს საინტერესო ფაქტი: ადამიანები, რომლებიც პროფესიაში უკვე შემდგარნი არიან ხშირად ესიზმრებათ გამოცდები. ცხოვრებაში მათ ეს გამოცდები წარმატებულად ჩააბარეს, თუმცა კოშმარები მაინც აწვალებთ:

 

„ეს არის ტიპიური სიზმარი. საუბარია ჩვენს შესაძლებლობებზე. მაგალითად ხელმძღვანელი ვართ თუ კოლეგა? ვიღაც კრიტიკულად აფასებს ჩვენს საქმიანობას“, - ამბობს მიხეილ შრდელი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი