logo_geo
კვლევა: ტუალეტში ღამე სიარულის გამო აშშ-ის ეკონომიკა 44,4 მილიარდ დოლარს კარგავს
- +

17 მარტი. 2019. 20:41

 

ღამე ტუალეტში სიარული მხოლოდ ნერვებზე არ მოქმედებს და არ მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ამერიკელმა მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ ტუალეტში ღამე სიარულის გამო აშშ-ის ეკონომიკა 44,4 მილიარდ დოლარს კარგავს, - წერს Focus-ი.

 

„დაღლილობა, დაბალი კონცენტრაცია, ინფექციების მიმართ დაბალი იმუნიტეტი “, - ეს არის ღამე ტუალეტში ხშირი სიარულის მიზეზი.

 

ამერიკელი მეცნიერების შეფასებით, ის ადამიანები ვისაც შარდის ბუშტი აწუხებთ, სამსახურს უფრო ხშირად აცდენენ, ვიდრე მათი კოლეგები. დაავადება მათ შრომის ნაყოფირებაზე მოქმედებს.

 

კვლევებმა აჩვენა, რომ სამსახურის ხშირად გაცდენა და ჯანმრთელობის პრობლემები არა მხოლოდ აშშ-ში ფინანსურ დანაკარგებს იწვევს. აშშ-ის ეკონომიკა ამ პრობლემის გამო 44,4 მილიარდ დოლარს კარგავს. იაპონია მეორეა ამ რეიტინგში - ზარალი 13,7 მილიარდი დოლარი. მესამეა გერმანია, სადაც დანაკარგი 8,4 მილიარდი დოლარია - წერს Focus-ი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი