logo_geo
უკვე ცნობილია დაქორწინების დროს ფული უფრო მნიშვნელოვანია თუ სიყვარული
- +

18 მარტი. 2019. 19:24

 

ძალიან ბევრი თეორია არსებობს იმის შესახებ თუ, რატომ ქორწინდებიან ან შორდებიან წყვილები. ერთ-ერთი კვლევა აჩვენებს თუ, რამდენად მოქმედებს დაშორებაზე ფინანსური შემოსავლები. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული ჟურნალი Focus-ი ავრცელებს.

 

პატრიკ ისიძუკამ, კორნელის უნივერსიტეტიდან, 1996-2003 წლების განმავლობაში აშშ-ის მოქალაქეების შემოსავლების შესახებ დაგროვებული მონაცემები, ასევე შრომის სტატისტიკის ამერიკული ბიუროს მიერ ჩატარებული 60,000 ოჯახის ყოველთვიური კვლევის შედეგები გაანალიზა.

 

კვლევის თანახმად, დაშორებისას გადამწყვეტია არა წყვილს შორის შემოსავლების განაწილება, არამედ მათი ფინანსური მდგომარეობის სხვა წყვილთან შედარება. კვლევამ აჩვენა, რომ წყვილები უმეტეს შემთხვევაში ქორწინდებიან მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი სულ ცოტა იმდენივეს გამოიმუშავებენ, რამდენსაც მათ ირგვლივ მცხოვრები დაქორწინებული წყვილები.

 

კვლევის ავტორის თქმით, წყვილებში განქორწინების მიზეზი ხშირად ნაკლები ფინანსური შემოსავალია. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მაღალი შემოსავლების მქონე დაუქორწინებელი წყვილი უფრო დიდხანს რჩება ერთმანეთთან, ვიდრე წყვილები, რომელთა ფინანსურ შემოსავლებს შორისაც დიდი სხვაობაა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი