logo_geo
გაზიანი სასმელები გულის დაავადებებისგან, მსხვილი ნაწლავისა და მკერდის კიბოსგან გარდაცვალების რისკს ზრდის
- +

19 მარტი. 2019. 00:50

 

ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარები აცხადებენ, რომ გაზიანი და სპორტისთვის განკუთვნილი სასმელები გულის დაავადებებისგან, მსხვილი ნაწლავისა და მკერდის კიბოსგან გარდაცვალების რისკს ზრდის. ამის შესახებ CNBC წერს.

 

მეცნიერები განმარტავენ, რომ ადამიანები რაც უფრო მეტი დოზით სვამენ შაქრის შემცველ სასმელებს, მით უფრო დიდია რისკი ზემოთ ხსენებული დაავადებებით გარდაცვალებისა.

 

მკვლევრები იმასაც ამბობენ, რომ ყველა გაზიანი შაქრის შემცველი სასმელი მსგავს ეფექტს არ იწვევს. საბოლოო შედეგი ასევე სხვადასხვანაირად ვლინდება ქალებსა და კაცებში.

 

ამერიკის შეერთებული შტატების სასმელების ასოციაცია განმარტავს, რომ გაზიანი სასმელები მომხმარებლისთვის უსაფრთხოა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი