logo_geo
1 წუთში Facebook-ზე 41.6 მლნ მესიჯი იგზავნება
- +

19 მარტი. 2019. 14:56

 

 

მართალია უკვე შენელებული ტემპით, მაგრამ ინტერნეტ-მოხმარება მაინც ყოველწლიურად იზრდება. 2019 წლის მონაცემებით ადამიანები დღე-ღამეში 5.47 მლრდ-ჯერ „გუგლავენ“, რაც გასული წლის მონაცემებს 400 მლნ-ით აღემატება.

 

ათნიშნა რიცხვების თავიდან ასაცილებლად მკაფიო სურათის მისაღებად 1 წუთის მონაცემებიც საკმარისია. 1 წუთში Facebook-ზე 1 მლნ ადამიანი შედის, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 27 ათასით, 2017 წლის მაჩვენებელს კი 100 ათასით აღემატება. Youtube-ზე ვიდეოების ნახვების რაოდენობა 60 წამში 4.5 მლნ-ს აღწევს, 200 ათასით მეტს, ვიდრე 2018 წელს. ზრდის ტემპი გაცილებით მაღალია Instagram-ის სიახლეების დამთვალიერებელთან რაოდენობაში, ერთ წელიწადში ის 99%-ით - 174 ათასიდან 347 ათასამდეა გაზრდილი, 2017 წელთან შედარებით კი 654%-ით. გაგზავნილი იმეილების რაოდენობა 188 მლნ-ს აღწევს, Facebook-მესიჯები - 41.6 მლნ-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ სანამ მზის სხივი, მზიდან დედამიწამდე მოაღწევს, Facebook-ზე 345 მლნ მესიჯი იგზავნება.

 

მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარს ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება. ასეთი ადამიანების რიცხვი კი თანდათან კლებულობს, ინტერნეტ-მომხმარებლებმა 50%-იანი ზღვარი 2018 წელს გაარღვიეს. ყოველივე ამის გათვალისწინებით შესაძლებელია იმის დარწმუნებით თქმა, რომ უახლოეს რამდენიმე წელში ზემოთ მოყვანილი სტატისტიკური მაჩვენებლები კიდევ უფრო გაიზრდება.

 

 

big_banner
არქივი