logo_geo
შესაძლოა ინგლისი სუფთა წყლის უკმარისობის წინაშე დადგეს
- +

19 მარტი. 2019. 19:44

 

 

კლიმატის ცვლილებისა და მოსახელობის რაოდენობის სწრაფი ზრდის გამო ინგლისი 25 წელიწადში შესაძლოა სუფთა წყლის მწვავე უკმარისობის წინაშე დადგეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN  დიდი ბრიტანეთის გარემოს დაცვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

თუ ინგლისი წყლის მოხმარების ტემპს არ შეანელებს, მალე ქვეყანას აღარ ექნება სუფთა წყლის ის რაოდენობა, რაც ყოველდღიური საჭიროებებისთვის არის აუცილებელი.

 

ბრიტანეთის გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, პოპულაციის ზრდის პარალელურად წყალზე მოთხოვნა გაიზრდება, კლიმატის ცვლილების გამო კი წყლის რესურსებთან დაკავშირებით პრობლემებია მოსალოდნელი.

 

არსებული პროგნოზით 2050 წლისთვის დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა 67 მილიონიდან 75 მილიონამდე გაიზრდება, ადამიანის მიერ წყლის მოხმარების დღიური ნორმა კი 20 წელიწადში, სავარაუდოდ 140 ლიტრიდან 100 ლიტრამდე შემცირდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი