logo_geo
„ადამიანს მხოლოდ ერთხელ შეუძლია გულწრფელი სიყვარული“- ლონდონელი მეცნიერების დასკვნა
- +

1 თებერვალი. 2017. 03:03


 


მასშტაბური გამოკითხვის შემდეგ, რომელშიც 2 000-ზე მეტი მოხალისე მონაწილეობდა, ლონდონელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს მხოლოდ ერთხელ შეუძლია გულწრფელი სიყვარული. რადგან გამოკითხულთა 73%-მა აღიარა, რომ დაქორწინება მხოლოდ იმედგაცრუების და ნამდვილ სიყვარულთან დაშორების შემდეგ გადაწყვიტა, საკუთარი მეუღლე კი, სინამდვილეში არასდროს ჰყვარებია.


გარდა ამისა, მეცნიერებმა აღმოჩინეს რომ, მამაკაცები უფრო სწრაფად ეჩვევიან მეუღლეებს, ვიდრე ქალბატონები და მათთვის ბევრად უფრო რთულია მეორე ნახევრის მიტოვება, ვიდრე სუსტი სქესის წარმომადგენლებისთვის.


მოგვაინებით, ბერკლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კიდევ ერთი კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ სტაბილური ქორწინების და ოჯახური ბედნიერების შენარჩუნება მხოლოდ ქალბატონებს შეუძლიათ, რადგან სწორედ ისინი ახერხებენ ნებისმიერი ოჯახური კონფლიქტის ტაქტიანად და სწრაფად მოგვარებას, რაც თავის მხრივ ბედნიერი ოჯახის და მეუღლესთან ჰარმონიული ურთიერთობის გარანტიაა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი