logo_geo
შვილმა პირველი ხელფასი, რომელიც დედას ჩააბარა, 62 წლის შემდეგ იპოვა
- +

21 მარტი. 2019. 12:10

 

 

როდესაც ცხოვრებაში აღებული პირველ ხელფასი ხელში გიჭირავს, განუმეორებელი გრძნობაა, 77 წლის მაიკლ დოერტიმ(Michael Doherty) ეს გრძნობა მეორედ განიცადა 62 წლის შემდეგ.

 

 

1955 წელს მაიკლი მშენებლობაზე ოსტატის შეგირდად მუშაობდა, როდესაც პირველი ხელფასი აიღო, თანამშრომლები ცდილობდნენ დაეყოლიებინათ, რომ პირველი ხელფასი პაბში დაეხარჯა, მაგრამ მოზარდმა ხელფასი სახლში წაიღო და დედას ჩააბარა.

 

imageფოტოზე:მაიკლ დოერტი ბავშვობაში



მისის დოერტი ამჟამად 104 წლისაა და მოხუცებულთა სახლში ცხოვრობს, შორეულ 1955 წელს მარგარეტ დოერტიმ, მაიკლის ხელფასი: 2 ფუნტი, 15 შილინგი და 9 პენსი შავი დღისთვის გადადო და შვილს შეპირდა ერთ დღესაც მას უკან დაგიბრუნებო.

 

მაიკლმა ეს ფული სახლის საფუძვლიანად დალაგების დროს აღმოაჩინა.

"ვერ დავიჯერე, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ჩემი პირველი ხელფასი სახლში ინახებოდა, მაშინ ხომ ჩემთვის, 15 წლის ყმაწვილისთვის, 2 ფუნტი, 15 შილინგი და 9 პენსი ძალიან ბევრი ფული იყო, იმ დრო კათხა ლუდი 9 პენსი ღირდა."-აღნიშნა მაიკლმა.

 

image

 

მაიკლ დოერტი აპირებს სამახსოვროდ დაიტოვოს თავისი პირველი ხელფასი, რომელიც მის პირველ სამუშაოს გაახსენებს.

 

"ეს ტკბილი მოგონებაა. დედას ძალიან გაეხარდა, როდესაც კვლავ იხილა ჩემი პირველი ხელფასი, რადგან ის ყოველთვის ამბობდა, რომ ეს იყო საუკეთესო დღეები. როდესაც ფული ხელში დაიკავა, მაგრად მოკუჭა, თითქოს რაღაც სიმდიდრე იყო ", - განაცხადა მაიკლმა.

image

დედა-შვილი ქალაქ გრინოკიდან არიან.(დასავლეთ შოტლანდია) წელს მარგარეტს დაბადებიდან 105 წელი შეუსრულდება.

 

image

ფოტოზე: დედის 100 წლის იუბილე:მაიკლი და მარგარეტი (2012 წ.)

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი