logo_geo
Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატება
- +

21 მარტი. 2019. 21:15

 

 

Facebook-ის მომხმარებლები მალე Messenger-ის ახალი ფუნქციით ისარგებლებენ. მომხმარებელს, კონკრეტული შეტყობინების  არჩევა და მხოლოდ მასზე პასუხის გაცემა  შეეძლებაა.  ფუნქცია განსაკუთრებით მოსახერხებელია დიდი ჯგუფებისთვის, სადაც  უამრავი ადამიანი წერს. ინფორმაციას The verge ავრცელებს.

 

ფუნქციით სარგებლობისთვის მომხმარებლებმა მიმოწერაში ის შეტყობინება უნდა ამოირჩიონ, რომელზეც პასუხის გაცემაც სურთ. შერჩეულ  შეტყობინებაზე თითის დაჭერის შემდეგ, ავტომატურად გამოჩნდება ღილაკი წარწერით -„REPLAY”- პასუხის გაცემა, რის შემდეგაც შეგეძლებათ სასურველ შეტყობინებას უპასუხოთ. ფუნქციით უკვე სარგებლობენ Facebook-ის კუთვნილი WhatsApp-ის მომხმარებლები.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი