logo_geo
10 საინტერესო ფაქტი მერილინ მონროს შესახებ
- +

23 მარტი. 2019. 14:01

 

 

მან ბევრჯერ შეიცვალა სახელი. დაბადებისას ნორმა ჯეინ მორტენსონი დაარქვეს, მისი ნათლობის სახელი კი ნორმა ჯეინ ბეიკერია. როდესაც სამოდელო კარიერა წამოიწყო, სახელად მონა მონროსა და ჯეინ ნორმანს იყენებდა. ფიქრობდა, რომ კინოკარიერისთვის ჯეინ ეიდარი დაერქვა. სასტუმროში დარჩენისას ზელდა ზონკად ასაღებდა თავს, ფსიქიატრთან კი ფეი მილერად. საბოლოოდ მერილინ მონრო დაიტოვა.

 

იგი პირველად 16 წლის ასაკში გათხოვდა ჯეიმს დოგერთიზე. ოთხ წელიწადში ისინი დაშორდნენ. ცნობილია, რომ ჯეიმსს მისი მეორე მეუღლე მერილინის ფილმების ნახვას უკრძალავდა.

 

მისი წონა ძალიან სწრაფად იცვლებოდა, როდესაც ფილმ „პრინცი და შოუმენს“ იღებდნენ. გადასაღებ მოედანზე მას ერთი და იმავე კაბის რამდენიმე ვარიანტს უმზადებდნენ, რომლებიც სხვადასხვა ზომის იყო.

მონროს, სხვა მსახიობებთან შედარებით, საკმაოდ ცოტა ფულს უხდიდნენ. მნიშვნელოვანი როლებისთვის მისი ხელფასი 100 000 დოლარი იყო მაშინ, როდესაც მისი პარტნიორი ხუთჯერ მეტს იღებდა.

 

მერილინს ძალიან უყვარდა ძაღლები. მას ერთ-ერთი ძაღლი, სახელად „მაფია ჰანი“, ფრენკ სინატრამ აჩუქა. 1999 წელს, ერთ-ერთ აუქციონზე, მერილინის ძაღლების პოლაროიდები 220 000 ევროდ გაიყიდა.

 

მონროს უყვარდა სიშიშვლე. როდესაც თმასა და მაკიაჟს უკეთებდნენ, მერილინი იშვიათად იყო ჩაცმული. ხშირად ინტერვიუს ჩაწერის დროსაც კი შიშველი იყო.

 

იგი თაყვანს სცემდა აბრაამ ლინკოლნს. „ვკითხულობ ყველაფერს, რაც მის შესახებ მომეპოვება. ერთადერთი ცნობილი ამერიკელია, რომელსაც ჩემს თავს ვამსგავსებ“,- წერდა მონრო.

 

მიუხედავად იმისა, რომ მონროს გარდაცვალებას თვითმკვლელობას უკავშირებენ, მის მეგობრებს სწამდათ, რომ იგი განზრახ მოკლეს. სავარაუდო მკვლელებად ისინი- რობერტ კენედის, ჯონ ფიცჯერალდ კენედის, FBI-ს და მის ფსიქიატრს, რალფ გრინსანს ასახელებდნენ.

 

ნიკიტა ხრუშჩოვთან შეხვედრისას, მათ „ძმები კარამაზოვები“ განიხილეს. მერილინი ოცნებობდა გრუშენკას როლის თამაშზე.

 

კაბა, რომელიც მონროს პრეზიდენტ ჯონ კენედის დაბადების დღეზე ეცვა, აუქციონზე 820 000 ევროდ გაიყიდა. კაბისთვის გადახდილი თანხის ეს რაოდენობა იმ დროისთვის რეკორდული იყო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი