logo_geo
ალბერ კამიუს ციტატები, რომლებიც გაიძულებთ შეიცვალოთ
- +

23 მარტი. 2019. 15:00

 

 

„ადრე თუ გვიან, მოდის დრო, როცა არჩევანი უნდა გაკეთდეს დაკვირვებასა და მოქმედებას შორის. ადამიანად ჩამოყალიბება სწორედ ამას გულისხმობს“.

 

„სჯობს, ღარიბი იყო და თავისუფალი, ვიდრე – მდიდარი ტყვე. ბუნებრივია, ადამიანებს სიმდიდრეც სურთ და თავისუფლებაც. სწორედ ამის გამო, ზოგჯერ ღარიბები მონებად იქცევიან“.

 

„ნუ ივლი ჩემს წინ, შესაძლოა, ვერ დაგეწიო. ნუ ივლი ჩემს უკან, შესაძლოა, შეცდომით სხვაგან წაგიყვანო. უბრალოდ, ჩემს გვერდით იარე და ჩემი მეგობარი იყავი“.

 

„ადამიანური დიდება სხვა არაფერია, თუ არა უფლება, გიყვარდეს თავდავიწყებით, უსაზღვროდ“.

„სამყარო უკეთ რომ შეიცნო, ზოგჯერ მას ზურგი უნდა შეაქციო, ადამიანებს უკეთ რომ ემსახურო, ცოტახნით უნდა განმარტოვდე“.

 

„მომხიბვლელობის ძალა, ხომ იცით, რა დიდია: თანხმობას მანამ გეუბნებიან, სანამ გარკვევით ითხოვდე რამეს“.

 

„ზოგჯერ ადამიანებს უყვართ ერთმანეთი, მაგრამ დროისა და ფიქრის უქონლობის გამო, არც კი უწყიან, რომ უყვართ“.

 

„აბსტრაქციას რომ ეომო, რაღაც საერთო უნდა გქონდეს მასთან“.

 

„გენიალურობა შეიძლება მხოლოდ წარმავალი შანსი აღმოჩნდეს. მხოლოდ მუშაობასა და ნებისყოფას შეუძლია მისი დიდებად გადაქცევა“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი