logo_geo
8 ქალაქი, რომელსაც სახელი შეეცვალა
- +

24 მარტი. 2019. 19:35

 

ცნობილია 7სახელმწიფოს დედაქალაქი, რომლებსაც სახელი შეეცვალათ. რა გარემოებების გამო უცვლიან დედაქალაქებს სახელებს? ამ საკითხზე აზერბაიჯანის მედიაში სტატია გამოქვეყნდა.

 

ყირგიზეთის დედაქალაქი - ბიშკეკი დაარსდა 1878 წელს. აქ კოკანდის ციხესიმაგრე პიშპეკი იყო განლაგებული. საბჭოთა კავშირის დროს, ქალაქს სამხედრო პირის პატივსაცემად ფრუნზე ეწოდა. 1991 წელს კი ძველი სახელწოდება დაუბრუნდა.

 

თურქეთის დედქალაქ - ანკარას 1073 წელს ეწოდა ენგიურიუ, რაც თურქულ ენაზე ქიშმიშს ნიშნავს. 1923 წლიდან ანკარა თურქეთის დედაქალაქია და პირველადი სახელწოდებაც დაიბრუნა.

ფინეთის დედაქალაქი - ჰელსინკი დაარსდა 1550 წელს. 1812 წელს სახელი პირველად გადაერქვა და გელსინფორსი ეწოდა. 1917 წელს ქალაქმა ძველი სახელი დაიბრუნა.

 

ლიეტუვას დედაქალაქი - ვილნიუსი 1918 წლამდე ვილნია ერქვა, რადგან ამ მდინარის ნაპირზე მდებარეობს. 1920 წელს პოლონეთის შემადგენლობაში იყო. შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ვილნიუსი დაერქვა.

 

მონღოლეთის რესპუბლიკა - ულან-ბატორი ქალაქი 1639 წელს დაარსდა. 1706 წელს სახელი შეეცვალა და იხ-ხურეე ეწოდა. (დიდი მონასტერი) ქალაქმა სახელი 1924 წელს დაიბრუნა.

 

ინდონეზიის დედაქალაქ - ჯაკარტას ადგილას ადრე სოფელი იყო. სუნდა -კელაპა, რომელიც 1527 წელს სულთან დემაკის ჯარი შევიდა. ქალაქს ეწოდა ჯაიაკერტა. რასაც ჰქვია „ძლევამოსილი გამარჯვების ქალაქი“. 1619 წელს ქალაქს ეწოდა ბატავია. 1924 წელს კი დაარქვეს ჯაკარტა. 1945 წელს კი ჯაკარტა ინდონეზიის დედაქალაქი გახდა.

 

ტაჯიკეთის დედაქალაქი- დუშანბე დაარსდა 1925 წელს. 1929 წელს ეწოდა სტალინაბადი. რაც სტალინის ქალაქს ნიშნავს. 1961 წელს ქალაქს დუშანბე ეწოდა. 1991 წელს კი ტაჯიკეთის დედაქალაქი გახდა.

 

ნორვეგიის დედაქალაქი - ოსლო დაარსდა 1048 წელს. ოსლო ეწოდა მეფე ქრისტიან IV-ის პატივსაცემად 1624 -1925 წლებში. 1814 წელს ნორვეგიის დედაქალაქად გამოცხადდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი