logo_geo
ბათუმში გემის კაპიტანმა დელფინი მოკლა ის 40 900 ლარით დააჯარიმეს
- +

25 მარტი. 2019. 02:29

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 10 მარტს ბათუმის სანაპიროსთან მოკლული დელფინი იპოვეს. მათივე ცნობით, დადგინდა, რომ სამართალდამრღვევი თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანი იყო, რომლის მიმართაც ოქმი შეადგინეს.

 

დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გემის კაპიტანმა ჩადენილი ქმედება აღიარა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 40 900 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. გემი საქართველოს საზღვაო წყლებს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი