logo_geo
კვების მრეწველობის „რობოტიზაცია“ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს
- +

30 მარტი. 2019. 03:18

 

 

ყავის ბიზნესში სიახლეა. კომპანია Briggo-მ შექმნა ბოლომდე ავტომატიზებული რობოტი ბარისტა, რომელსაც საათში 100 ჭიქა ყავის მოდუღება შეუძლია, წერს - Techcult.

 

აღნიშნულ სამუშაოს, დროის ამ მონაკვეთში 3-4 პროფესიონალი ასრულებს.

 

ახალ რობოტს მეტსახელად Coffee haus შეარქვეს. ყავის შეკვეთა სპეციალური განაცხადით ხდება. მომხმარებელს შეუძლია ინგრედიენტების არჩევა, და ასევე სასმელის ტემპერატურის მითითებაც. Briggo-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსოფლიოში არც ერთი კომპანია არ იყენებს ყავის მოსამზადებლად ამდენ ახალ ტექნოლოგიას.

 

კვების მრეწველობის რობოტიზაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ბოსტონში რობოტები უკვე მზარეულებს ცვლიან. პრაღაში რობოტები სპეციალური განაცხადით შეკვეთებს იღებენ, დენვერში სთავაზობენ მზა კერძებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი