logo_geo
მასწავლებელმა ხმაურიანი ბავშვები აიძულა, საკუთარი თავი დაესაჯათ
- +

30 მარტი. 2019. 19:45

 

ჩინეთის ცზიანსუს  პროვინციის ქალაქ სუციანში მუსიკის მასწავლებელმა მოსწავლეები იმით დასაჯა, რომ ისინი აიძულა, ცუდი საქციელის გამო საკუთარი თავი გაეტყიპათ.

 

ქალმა მეორეკლასელებს მულტფილმი ჩაურთო  და კლასიდან გავიდა. უმეთვალყურეოდ დარჩენილი ბავშვები ახმაურდნენ. კლასში დაბრუნების შემდეგ  მასწავლებელმა დამნაშავეებს უბრძანა, წამომდგარიყვნენ და ხელები სახეში დაეშინათ. ერთ-ერთს საკუთარი თავისთვის თავში შემორტყმა 58-ჯერ მოუხდა. მოსწავლეები სახლში სახედაწითლებულები და დასიებულები დაბრუნდნენ.

 

მშობლების საჩივარმა ოლქის საგანმანათლებლო ბიურო იძულებული გახდა, მომხდარის გამოძიება დაიწყო. როდესაც ფაქტი დადასტურდა, მასწავლებელს გაფრთხილება მიეცა, განუსაზღვრელი ვადით ჩამოაშორეს პედაგოგიურ საქმიანობას და  ორი თვის ხელფასიც მოუხსნეს. გარდა ამისა, ის იძულებული გახდა, ხელმძღვანელების თანხლებით ყველა მის მიერ დასჯილი ბავშვის სახლში ჩამოევლო და ოჯახებისთვის ბოდიში მოეხადა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი