logo_geo
„ბედნიერი ვიქნები, როცა“... ეს სინდრომი „განკურნებადია“
- +

2 აპრილი. 2019. 02:00

 

ჰკითხეთ საკუთარ თავს, ბოლოს როდის თქვით ფრაზა - „ბედნიერი ვიქნები, როცა“... ალბათ არც ისე დიდი ხნის წინ. არ აქვს მნიშვნელობა, რა სიტყვებით გაგრძელდება ეს წინადადება - იქნება ეს უკეთესი მანქანის ყიდვა, დიდი სახლის აშენება, ოცნების სამსახური თუ ნამდვილი სიყვარულის პოვნა. პრობლემა იმაშია, რომ ბედნიერებისა და კმაყოფილების შეგრძნება ამ დროს გაურკვეველი მომავლისთვის გვაქვს გადადებული. როგორც ირკვევა, ასეთი დამოკიდებულება ერთგვარი სინდრომიცაა და თან - საკმაოდ გავრცელებული.

 

ამ სინდრომის სათავეა რწმენა, თითქოს ბედნიერებასა და სიხარულს განვიცდით მაშინ, როცა რაიმე კონკრეტულს, ღირებულს შევიძენთ, ან ჩვენს ცხოვრებაში რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება - ქორწინება, ბავშვის დაბადება და ა.შ.

 

ABC News-ის ცნობით, ბედნიერების (ან უბედურების) შემადგენელი პროცენტებში ასე გამოიყურება: 50% დამოკიდებულია გენეტიკაზე, 40% - თქვენს აზრებსა და მოქმედებაზე, მხოლოდ დანარჩენ 10%-ს განსაზღვრავს სხვა გარემოებები, მაგალითად, საცხოვრებელი ადგილი, ოჯახური მდგომარეობა თუ გარეგნობა.

 

წლების განმავლობაში ჩვენ ვფიქრობდით, რომ თუ მივაღწევდით კარიერულ წარმატებას, ვიქნებოდით ბედნიერნი, ხოლო როცა ვიქნებოდით ბედნიერნი, გავხდებოდით უფრო რეალიზებულები, ანუ ველოდით ჯილდოს ბედნიერებისთვის, მაგრამ ეს ჯილდო იყო ყოველთვის მომავალში. ბედნიერება აქაა და ახლა, ამ მომენტში, თუნდაც ასე დატვირთულ ყოველდღიურობაში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ყოველ დილით უნდა იგრძნოთ, რომ ეს ახლა ხდება და არა ორი თვის, ან ორი წლის შემდეგ, -  ამბობს Ophramag.com-თან ინტერვიუში ფსიქოლოგი ნატალია პერტი.

 

„ბედნიერი ვიქნები, როცა...“ სინდრომი „განკურნებადია“. ფსიქოლოგის რჩევით, ამისათვის უნდა აღვიქვათ წარმატება, როგორც ცხოვრების წესი და არა რომელიმე სამიზნე პუნქტი, რადგან შევიგრძნოთ ბედნიერება აქ და ახლა.

 

რატომ არის მნიშვნელოვანი „აქ და ახლა?“ როცა ვამბობთ „ახლა“, ეს იმას ნიშნავს, რომ ვკონცენტრირდებით იმაზე, რასაც ვაკეთებთ, მეტ ენერგიას ვუთმობთ ამჟამინდელ მიზნებს. ნუ დაკარგავთ დროს უმნიშვნელო საგნებზე, საკუთარ თავში შექმენით ვიზუალური წარმოსახვა, სად ხართ ახლა და სად გინდათ აღმოჩნდეთ კარიერულ კიბეზე, ან სულაც - რა მიღწევა გექნებათ ფიტნესში.

 

რამდენიმე მარტივი ხერხი ბედნიერებისთვის:

 

დააწესეთ საზღვრები

 

თუ საკუთარი თავის დაცვა თქვენთვის პრიორიტეტულია, მნიშვნელოვანია ისწავლოთ თქვათ „არა“ 

 

არომათერაპია

 

ეთერზეთები მხოლოდ დამამშვიდებლად არ მოქმედებს. ისინი გეხმარებათ გონების „გაწმენდაში“, განსაკუთრებით მაშინ, როცა სტრესს განიცდით. „ბედნიერების მომტანია“ ლავანდის, პიტნის, ციტრუსის, ჩაის ხის ზეთები.

 

იმეორეთ აფირმაციები

 

აფირმაციები - მტკიცება, წინადადებები, რომლებიც სასურველის რეალობად წარმოდგენაში გვეხმარება. კვლევებით დასტურდება, რომ ამგვარი წინადადებების წარმოთქმის დროს აქტიურდება ტვინის ის ნაწილი, რომელზეც აღქმა და თვითშეფასებაა დამოკიდებული.  ამიტომ ყოველდღიურ წესად აქციეთ, რომ საკუთარ თავს გაუმეოროთ ხუთი „შთამაგონებელი წინადადება“ - „მე ვარ.... (აქ ჩასვით სასურველი ფრაზა) - ბედნიერი, წარმატებული, ჯანმრთელი და ა.შ.

 

შემოუშვით მეტი ბუნება სახლში

 

ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით - დაუთმეთ თქვენი სივრცე ყვავილებს, მეტ სიმწვანეს, ხის და სხვა ორგანული მასალებისგან დამზადებულ აქსესუარებს. ბუნებრივი ელემენტების სიჭარბეს შეუძლიათ სტრესის შემცირებასა და მეტი პოზიტიური ენერგიის მიღებაში დაგეხმაროთ. შემოუშვით სახლში მეტი მზის სინათლე.

 

ან... ხშირად გადით გარეთ

 

ღია ფანჯარასთან ჯდომა სასიამოვნოა, მაგრამ იმისთვის, რომ თქვენმა ორგანიზმმა მეტი სეროტონინი გამოყოს, ხშირად გაატარეთ დრო აქტიურად გარეთ, მით უმეტეს, მზეზე. ან, უბრალოდ ისეირნეთ და მიიღეთ მეტი „მზის ვიტამინი“.

 

ნაკლები დრო გაატარეთ ტელეფონთან

 

მგონი ამას ახსნა არ სჭირდება - ტექნოლოგიებსა და სოციალურ ქსელებზე ნაკლები დამოკიდებულება მეტ დროს გამოგითავისუფლებთ და შეგიძლიათ, სხვა ჰობით დაკავდეთ.

 

და ბოლოს, ყველაზე მთავარი - მიირთვით შოკოლადი

 

როცა საქმე ემოციებს ეხება, მიენდეთ ინტუიციას. კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კვლევით, სეროტონინის - ბედნიერების ქიმიური ჰორმონის 90%-ს სწორედ კუჭნაწლავის ტრაქტი გამოიმუშავებს და საჭმლის მომნელებელი სისტემა პირდაპირ კავშირშია ჩვენს ტვინთან, რაც ძლიერ გავლენას ახდენს ჩვენს განწყობაზე. ამიტომ მიირთვით პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს ბედნიერების შეგრძნებას. შოკოლადი სისხლში სტრესის ჰორმონის - კორტიზოლის დონეს ამცირებს, ამიტომ ჭამეთ შოკოლადი და იყავით ბედნიერი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი