logo_geo
სულხან­საბა ორბელიანის ვიზიტი საფრანგეთის მეფესთან…
- +

3 თებერვალი. 2017. 01:02


 

 

დიდი ქართველი მამულიშვილი, მწერალი, მეცნიერი და პოლიტიკური მოღვაწე - სულხან­საბა ორბელიანი (1658­1725 წლები), ბრწყინვალე პოლიგლოტი გახლდათ. მშობლიური ენის გარდა, იგი შესანიშნავად ფლობდა თურქულ, სპარსულ, სომხურ,  ბერძნულ, ლათინურ, იტალიურ, არაბულ და რუსულ ენებს. გარდა განსაკუთრებული დიპლომატიური ნიჭისა, ესეც გახლდათ ერთ­ერთი მიზეზი იმისა, რომ საქართველოში შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური ფონის გამო, ელჩად იქნა მივლენილი იმ პერიოდის ევროპის ერთ­ერთი უძლიერესი და გავლენიანი სახელმწიფოს - საფრანგეთის სამეფო კარზე ლუი XIV­სთან, იგივე "მეფე მზესთან". 1714 წლის აპრილში, "საქართველოს მამა", საკმაოდ ხანგრძლივი ლოდინის შემდგომ,ვერსალის სასახლეში შეხვდა ლუი XIV­ს. მეფე ნაავადმყოფარი იყო და მოღუშულადაც გამოიყურებოდა.დიდმა ქართველმა დიპლომატმა მას გამოჯანმრთელება მიულოცა. ლუის მეტად ეამა უცხო სტუმრის ესოდენ თავაზიანობა,გაიღიმა და სუსტი ხმით წარმოთქვა: თუმცა ერთ მტერს, ავადმყოფობას გადავურჩი, მაგრამ მეორე მტერი, სიბერე დამესხა თავსო.


„სიბერე რას დაგაკლებთო", - არ დაიხია უკან ორბელიანმა.


„ასე იოლი არ გახლავთ სამოც წელს გადაბიჯებაო" - მიუგო მეფემ, ათი წლის მოპარვით (ლუი იმ დროს სამოცდაათ წელს იყო უკვე გადაცილებული).


ამ სიტყვების წარმოთქმის შემდგომ, სულხან­საბამ ერთგვარი ქათინაურით უთხრა ლუის:


„ხელმწიფეო,თქვენი უდიდებულესობა მაგ სამოც წელს ისე მოხდენილად, ისეთი გრაციით ატარებს, რომ ყველა ისურვებდა მაგ ასაკში ყოფნას!"

 

ქართველი ელჩის ამ ბრწყინვალე სიტყვამ ყველა დაატყვევა - მეფეც და მისი სამეფო დარბაზიც. ამის შემდგომ ორბელიანმა ლუის მიართვა მოხსენება, რომელშიც ეწერა:


„საქართველოს მეფე ვახტანგი ისფაჰანშია და საქართველოს ერთიანად გამაჰმადიანება მოელის და დიდ განსაცდელშია. თუ დაბრუნდა თავის სამეფოში,ქართველები არა მარტო დარჩებიან ქრისტიანედ, არამედ კიდეც შეუერთდებიან კათოლიკე ეკლესიას თავიანთი მეფის მაგალითისამებრ, რომელიც საამისოდ მზად არის და რომელმაც აღუთქვა, რომ მობრუნდება თუ არა სამშობლოში, კათოლიკობა მიიღოს ,რადგან იგი ამ თავის უბედურებას აწერს იმას, რომ აქამდე შეაყოვნა კათოლიკობის მიღება. მეფე, ამას გარდა, ფიქრობს ყოველი დახმარება აღმოუჩინოს მისიონერებს, რათა მოაქციონ მთელი ჩერქეზეთი, რომელიც საქართველოს საზღვარზეა და საიდანაც მეუღლე მოიყვანა. იმედი მაქვს, ამ წერილმა წადილსა გვწიოს და დაავალოთ ყეინს, რათა თქვენის ბრძანების აღსასრულებლად ვახტანგი საქართველოში გამოგზავნოს. უკეთუ შეჰპირდებით საჩუქარს სპარსეთის დიდებულთ,მაშინ ამ დაპირების გამო ყეინს დაავალებენ,რომ მალე აღასრულოს. ამნაირის საშუალებით ვერავინ გაიგებს, თუ რა დახმარების აღმოჩენა ეწადა თქვენს იმპერატორობას; ხოლო ამის ასრულებას მიანდობთ თქვენს მიერ არჩეულ პირს.სპარსეთში ჩვეულება აქვთ ხოლმე,რომ რომელსამე საქმის შესასრულებლად,ჯერ შეპირდებიან მარტო წერილით და არაფერს მსიცემენ,ვიდრე საქმეს ბოლომდე არ აასრულებენ. ამიტომ სპარსეთის გავლენიან პირთ ჯერ არაფერი უნდა მიეცეს, ვიდრე ვახტანგი თავის სამეფოში არ დაბრუნდება უვნებლო. დავასახელოთ თუ რა გვარი დახმარება იქნება საჭირო. საჭიროა 300 000 ეკიუ და კიდეც კმარა. მაგრამ საქართველოს მეფემ რა ქნა ისეთი,რ ომ ღირსი გახდეს ამ წყალობისა? ეს ერთი ქრისტიანი მეფეა და, იმის საბუთად, რომ ისიც ღირსია დახმარებისა, ასახელებს ბევრ მეფებსა, მთავრებს, რომელთაც სხვადასხვა უბედურების დროს შეეწია და კვალად ეწევა ეგოდენის დიდებით მათი უქრისტიანესი ხელმწიფება. თავისი გულმოდგინებისა და სახიერების გავლენით თუ აწ ინებებს ყოვლად ქრისტიანე ხელმწიფე და შეეწევა ამ მეფეს,საუკეთესო საშუალება ამის სისრულეში მოყვანისათვის არის, რომ ინებოს და ერთი თავისი საიმედო პირი გაგზავნოს და მასვე გაატანოს ვახტანგისათვის საჭირო ნივთიერი შემწეობა, რათა იმან შეძლოს სპარსელთა მოწინავე პირთა გულის მოგება; აგრეთვე სპარსეთის მეფეს ერთი წიგნი მისწეროს და სთხოვოს,რომ მან უბრძანოს საქართველოს მმართველებს,  რათა ფრანგებს ,რომლებიც იქ გაატარებენ თავიანთ საქონელს სპარსეთში წასაღებად,შიში არაფრისა ჰქონდეთ".


აღნიშნული მიმართვის გაცნობის შემდეგ, საფრანგეთის მეფე ლუი XIV ცარიელი, გაყინული თვალებით მიშტერებოდა ამ უცნაურ აღმოსავლელ სტუმარს. თითქოს არაფერიც არ გაუგია, რაც იმ მოხსენებიდან წაუკითხეს. მერე თავისივე ხელით შედგენილი საქართველოს რუკა წარუდგინა ორბელიანმა ხელმწიფეს. მაგრამ ისევ გულგრილი, უაზრო თვალები უცქერდა ქართველი კაცის რუდუნებით გაშლილ „უცხო ქვეყანას". იმდღევანდელი აუდიენცია ასე დამთავრდა. თუმცა სულხან­საბამ ლუისთან მეორედაც მოითხოვა აუდიენცია.


ლუი XIV ისევ თავაზითა და პატივით შეეგება იშვიათ სტუმარს. რომის პაპის საშუამდგომლო წერილიც წაიკითხა, მაგრამ ისევ ყველაფერი ამაო გამოდგა. მისიონერებს გამოვგზავნიო საქართველოში, მხოლოდ ეს აღუთქვა მეფემ ორბელიანს. მას საქართველოსათვის არც ფულადი დახმარება უხსენებია და არც ყაენთან შუამდგომლობა ვახტანგ მეფის დასახმარებლად. უამრავი მტრისაგან გარემოცული საქართველო, ისევე როგორც ყოველთვის, კვლავაც საკუთარი თავის ამარა დარჩა... 


წყარო http://genia.ge/

 

 

 

 

big_banner
არქივი