logo_geo
როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი კბენას?
- +

3 აპრილი. 2019. 00:44

 

 

როდესაც ბავშვები იკბინებიან, ეს არასასიამოვნოა. ბევრ მშობელს აღელვებს ეს საკითხი - პატარები ხანდახან ოჯახის წევრებს კბენენ, უფრო ხშირად - დედას. მერე კი არც ისე იშვიათად - ბაღში თანატოლებს.

 

ეს "ჩვევა'' შეიძლება იყოს დროებითი, თუმცა ზოგჯერ რეალურ პრობლემას წარმოადგენს მშობლებისა და გარშემო მყოფებისთვის. თანაც, თითქმის ყოველთვის აქვს მიზეზი.

 

რატომ უჩნდებათ ბავშვებს კბენის სურვილი და როგორ უნდა რეაგირებდნენ ამაზე უფროსები, ძირითადად დამოკიდებულია მათ ასაკსა და გარემოზე.

 

და მაინც, როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი კბენას? ეს დამოკიდებულია მის ხასიათზე. აღზრდა არის რთული და ხანგრძლივი პროცესი, ნებისმიერი ნაბიჯი გარკვეულ კვალს ტოვებს ცხოვრების პირველ წლებში.

 

რატომ იკბინებიან ბავშვები?

თუ თქვენ შეამჩნევთ, რომ ბავშვს მოსწონს კბენა, მაშინვე პანიკაში არ უნდა ჩავარდეთ, თუმცა არც ურეაქციოდ არ დატოვოთ. ყურადღების მიქცევა სწრაფად დაადგენს პრობლემას და შესაბამისად, მალე აღმოფხვრით მას.

 

პირველ რიგში, კბენის მიზეზები დამოკიდებულია ასაკზე.

 

8 თვიდან 1 წლამდე

ამ ასაკში ბავშვებს კბენის სურვილი კბილების ამოსვლით გამოწვეული ტკივილის გამო უჩნდებათ. ამიტომ ღეჭავენ ყველაფერს, რაც კი შეიძლება, რომ დაღეჭონ. მშობლებს ამ დროს შეუძლიათ, მათ მისცენ რბილი, სილიკონის უსაფრთხო სათამაშო. მაგრამ, ამ პერიოდში კბენა ნამდვილად არ არის სანერვიულო. ეს გაივლის რამდენიმე თვეში და თავად გადაეჩვევიან.

 

ერთი წლიდან

რომ არ შეიძლება ასე მოქცევა. რაც უფრო სწრაფად გექნებათ რეაქცია, მით უფრო მალე გადაეჩვევიან. მათ ყურადღების გადატანაში დაეხმარება გასართობი თამაშები, ხატვა ფერადი ფანქრებით, ასევე პასიური თამაშები და არაფრის დიდებით - გაჯეტები და კომპიუტერი.

 

ორი წლიდან

ამ პერიოდში ბავშვს აქვს უნარი აღიქვას გარშემო მყოფები. ამავე დროს, ისინი იწყებენ საბავშვო ბაღში სიარულს, სადაც ეცნობიან და უმეგობრდებიან სხვა ბავშვებს. უმრავლეს შემთხვევაში იქ გამოვლენილი კბენის სურვილი ლიდერობის სურვილითაა გამოწვეული ან ამა თუ ადამიანის მიმართ წარმოქმნილი ემოციით, რომელსაც ვერ გამოხატავენ სათანადოდ. როდესაც ისინი კბენენ ბავშვებს, ამას გააზრებულად აკეთებენ. ძირითადად, ყურადღების მისაპყრობად.

თუ თქვენ მიიღებთ ინფორმაციას, რომ ბავშვი ბაღში სხვებს კბენს, უნდა მოიხადოთ ბოდიში და აუხსნათ თქვენს შვილს, რომ ეს არ შეიძლება. გარდა ამისა, აუცილებლად დაინტერესდეთ, რა გარემოა, როგორი ბავშვები არიან, როგორ ეპყრობა მასწავლებელი და რა ემოციები უჩნდება იქ პატარას. შეიძლება, კბენით ის რაღაცას გამოხატავდეს.

 

სამი წლიდან

ამ ასაკში ბავშვების მხრიდან კბენა გამოწვეულია გარშემო მყოფებთან პრობლემით, მათ შორის, თანატოლებთან. მნიშვნელოვანია მიაქციოთ ყურადღება, რა მიზნით იკბინებიან. თუ ამას ისინი თავდასაცავად იყენებენ, მაშინ ეს მშობლების უყურადღებობითაა გამოწვეული. ასევე, თუ კბენას თან ახლავს თვითკონტროლის დაკარგვა, აუცილებელია მიმართოთ ნევროლოგს, ფსიქოლოგს ან კვალიფიციური ადამიანისაგან მოისმინოთ რჩევები. ხშირად ბავშვები გამოუხატავი გრძნობების გამო იკბინებიან, თუმცა ამის ერთი მიზეზი არ არსებობს.

 

რა უნდა გავაკეთოთ, თუ ბავშვი იკბინება?

ეს არც ისე მარტივი პრობლემაა, მაშინაც კი, თუ ბავშვი ერთი წლისაა. თუმცა, პრობლემა არ გვარდება აგრესიით. თქვენ მშვიდად შეგიძლიათ აუხსნათ, რომ ეს არ შეიძლება და არ მოგწონთ. აჩვენოთ, რომ კბენის დროს არ ყვირით, თუმცა გტკივათ და წუხდებით. ყურადღების გადასატანად გამოიყენეთ სათამაშოები.ზოგჯერ, როცა ბავშვი იკბინება, ვერ ხვდება რას აკეთებს, განზრახ არ უნდა მათ ავნოს. საუკეთესო გზა კონფლიქტის მშვიდად გადასაჭრელად სათამაშოებია. ასევე უნდა აჩვენოთ, რომ არ გსიამოვნებთ მათი კბენა.

 

რა უნდა გააკეთოთ, თუ თქვენი შვილი ბაღში იკბინება?

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მიზეზი, თუ რატომ იკბინებიან ბავშვები საბავშვო ბაღში, ხშირად მშობლების ქცევაზეა დამოკიდებული. ხანდახან ბავშვებს ჰგონიათ, რომ კბენით სიყვარულს გამოხატავენ. მეტიც, არსებობს უფრო რთული მომენტიც, როდესაც ისინი მასწავლებლებს კბენენ. ამ დროს, არა მხოლოდ უნდა აუხსნათ, რომ არ შეიძლება კბენა, არამედ უნდა გამოიკვლიოთ, რა დამოკიდებულებაა ბაღში აღმზრდელებსა და ბავშვებს შორის.

 

გამუდმებული სტრესი ბავშვზე ცუდად მოქმედებს და აგრესიის გამოხატვა უნდა ამ ფორმით. მნიშვნელოვანია, რომ მოარიდოთ ის ამ სიტუაციას და ცოტა ხნით ოჯახურ გარემოში ამყოფოთ.

ფსიქოლოგის რჩევები, როდესაც მოზრდილი ბავშვები იკბინებიან

ყველაზე ხშირად ბავშვები დამოუკიდებლად ანებებენ ამ ჩვევას თავს, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, არ უნდა ჩავარდეთ პანიკაში. კბენა არ არის ნერვული აშლილობა. ეს უბრალოდ ცუდი ჩვევაა, რაც გარკვეული დისკომფორტისაგანაა გამოწვეული. უნდა მიაქციოთ ყურადღება, რა დროს უჩნდება მათ კბენის სურვილი, რა გარემოში. ასეთი გამომწვევი წყარო ოჯახში ან საბავშვო ბაღშია. და თუ თქვენით ვერ ახერხებთ პრობლემის მოგვარებას, აუცილებლად ჩარიეთ საქმეში ფსიქოლოგი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი