logo_geo
ფასდაკლების აქციებით პროდუქტების ყიდვის მოყვარულთა ჯგუფში მყოფი ადამიანების 72%-ს ჭარბი წონა აქვს
- +

3 აპრილი. 2019. 01:05

 

 

ბრიტანულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ფასდაკლებულ პროდუქტს ყიდულობენ, ჭარბწონიანობისკენ არიან მიდრეკილები. მაგალითად ადამიანი, რომელიც მაღაზიაში ორ შოკოლადს ერთის ფასად ყიდულობს, ან ჩიფსების შეფუთვას, რომელიც +10%ით მეტი მოცულობისაა. ამის შესახებ ინფორმაციას Bild ავრცელებს.

Cancer Research UK-ის კვლევის თანახმად, დიდ ბრიტანეთში შოკოლადები, ჩიფსები და სხვა ისეთი პროდუქტები, რომლებიც წონაში მატებას უწყობს ხელს, აქციებით იყიდება.

 

მკვლევრებმა 16 000 ბრიტანული ოჯახი მიერ პროდუქტების ყიდვის ქცევა და წონა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ფასდაკლების აქციებით პროდუქტების ყიდვის მოყვარულთა ჯგუფში მყოფი ადამიანების 72%-ს ჭარბი წონა აქვს. ამავე დროს ჯგუფში, რომელშიც ადამიანები არ არიან მიდრეკილები აქციის ფარგლებში პროდუქტების ყიდვისკენ, ზედმეტი წონა 64%-ს აქვს.

 

პირველ ჯგუფში შემავალი ადამიანები, კვლევის მიხედვით, 30%-ით ნაკლებ ხილს და 25%-ით ნაკლებ ბოსტნეულს ყიდულობენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი