logo_geo
15 სართულიანი კორპუსი ტალახში „წევს“
- +

3 აპრილი. 2019. 22:56

 

შანხაი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი მეგაპოლისია, სადაც, დაახლოებით, 24 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. გასაკვირი არაა, რომ სამშენებლო სექტორი ამ ქალაში ერთ-ერთი წამყვანი დარგია. სხვა საქმეა, როგორ და რა ხარისხით აშენებენ.

 

რამდენიმე წლის წინ მსოფლიო მედია მოიცვა სურათმა, სადაც შანხაის ერთ-ერთ უბანში „გვერდზე მიწოლილი“ 15-სართულიანი კორპუსი ჩანს. შემთხვევის მიზეზად სამშენებლო სტანდარტების უგულებელყოფა დასახელდა.

როგორც გაირკვა, შენობას საძირკველი მშენებლობის ადგილზე არსებულმა გრუნტის წყლებმა გამოურეცხა. მშენებლობის ხარისხზე პასუხისმგებელი ყველა პირი დააპატიმრეს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ თვითონ კორპუსი საკმაოდ მყარი და ხარისხიანი მასალით არის ნაშენები.

სპეციალისტების შეფასებით, ძირიდათი ბრალი კორპუსის „წამოწოლაში“ გეოლოგებს მიუძღვით, რომლებმაც სამშენებლო მოედანი არასათანადოდ შეისწავლეს და გამოიკვლიეს.

 

 

წყარო: www.itar.ge

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი