logo_geo
ეგვიპტეში რამზეს II-ის სასახლე აღმოაჩინეს
- +

4 აპრილი. 2019. 15:11

 

 

ამერიკელმა არქეოლოგებმა ქალაქ აბიდოსში რამზეს II-ის სამარხთან ახლოს შენობის ნაწილები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ „Luxor Times“ წერს.

 

 

არსებული ინფორმაციით, აღმოჩენილი ნაწილი სავარაუდოდ სასახლეა. არქეოლოგებმა ისეთივე იეროგლიფები იპოვეს, როგორიც მთავარ ტაძარს აქვს.

 

 

რამზეს მეორე ეგვიპტის გამორჩეული ფარაონი იყო. გადმოცემის თანახმად, ის ტახტზე ოცი წლის ასაკში ავიდა და ეგვიპტეს ძვ. წ. 1279-1213 წლებში მართავდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი