logo_geo
აშშ-ში ერთი წლის ბავშვმა მე-4 სტადიის სიმსივნე დაამარცხა
- +

5 აპრილი. 2019. 18:29

 

როგორც ბავშვის დედა ჰყვება, გოგონას 4 თვის ასაკში ტომოგრაფიის გაკეთებისას ჩოგბურთის ბურთის ზომის სიმსივნე აღმოუჩინეს. მცირეწლოვანს 5-ჯერ გაუკეთეს ქიმიოთერაპია და ოპერაცია, 2-ჯერ ღეროვანი უჯრედის ტრანსპლანტაცია, ასევე ჩაუტარდა 12-დღიანი რადიოთერაპია და 6 იმუნოთერაპია.

 

„ეს იყო ჩვენი ცხოვრების ყველაზე ცუდი წელიწად-ნახევარი“,- აცხადებს ბავშვის დედა. მკურნალობის შემდეგ კი გოგონა საბოლოოდ განიკურნა ონკოლოგიური დაავადებისგან.

 

ნეირობლასტომა სიმსივნის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც განუვითარებელ ნერვულ უჯრედებში ყალიბდება. ნეირობლასტომა ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს, თუმცა ის ძირითადად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ფიქსირდება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი