logo_geo
2 ან მეტი ჭიქა ყავის ან ჩაის მიღებას შეუძლია ფილტვის კიბოს განვითარების რისკი გაზარდოს
- +

6 აპრილი. 2019. 16:16

 

 

მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ დღეში 2 ან მეტი ჭიქა ყავის ან ჩაის მიღებას შეუძლია ფილტვის კიბოს განვითარების რისკი გაზარდოს. ამის შესახებ „LiveScience“ წერს.

 

მკვლევრებმა აზიიდან და აშშ-დან დაახლოებით 1,2 მილიონი ადამიანის სამედიცინო მონაცემები შეისწავლეს. დაკვირვება საშუალოდ 8,6 წელს გაგრძელდა.

 

როგორც გაირკვა, არამწეველ ადამიანებში, რომლებიც დღეში 2 ან მეტ ჭიქა ყავას მიირთმევდნენ, ფილტვის კიბოს განვითარების რისკი 41%-ით მეტია, ხოლო ჩაის მოყვარულ არამწეველ ადამიანებში ეს მაჩვენებელი 37%-ს აჭარბებს.

 

ამასთან, მეცნიერების თქმით, ადამიანის ასაკი და რასა მნიშვნელოვან როლს არ ასრულებს. ასევე არა აქვს მნიშვნელობა, ყავა კოფეინით იქნება თუ მის გარეშე.

 

სპეციალისტების განმარტებით, ჩატარებული ანალიზი დაკვირვებითი კვლევაა და არა ექსპერიმენტი და მიზეზ-შედეგობრივ კავშირს არ ადასტურებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი