logo_geo
რუანდაში აბორტის გამო დაპატიმრებული 367 ქალი შეიწყალეს
- +

6 აპრილი. 2019. 18:08

 

 

რუანდას პრეზიდენტმა პოლ კაგამემ აბორტის გამო დაპატიმრებული 367 ქალი შეიწყალა.

 

„The Guardian“-ის ცნობით, პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილების შესახებ მთავრობას განუცხადა. მსჯავრდებულ ქალებს უახლოეს დღეებში გაათავისუფლებენ.

 

უფლებადამცველებმა, რუანდას „ქალების უფლებების აკვანი“ უწოდეს. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ აბორტის გამო ქალის დაპატიმრება ადამიანის უფლებების დარღვევაა.

 

2018 წლის აგვისტოში რუანდას ხელისუფლებამ სისხლის სამართლის კოდექსში შეიტანა ცვლილებები. აქამდე პატიმრობა ემუქრებოდა ყველას, ვინც აბორტს გაიკეთებდა. სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ იმ პირებს, რომლებიც ფეხმძიმობას ხელოვნურად შეწყვეტდნენ.

 

ახალი კანონმდებლობით, რუანდაში აბორტი დასაშვებია გაუპატიურების და ქორწინების იძულების შემთხვევაში. ასევე სისხლის შეუთავსებლობის შემთხვევაში და მაშინ, როცა სიკვდილის საფრთხე ემუქრება დედას და ნაყოფს. ადრე გადაწყვეტილებას სასამართლო იღებდა, ახლა კი ექიმის კონსულტაციაა საჭირო. 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი